» » Sky Germany: იბიშევიჩი "ბაიერნის" ინტერესის სფეროში მოექცა

Sky Germany: იბიშევიჩი "ბაიერნის" ინტერესის სფეროში მოექცა

6-11-2017, 12:51 -ss- სიახლეები / ტრანსფერები 0

Sky Germany: იბიშევიჩი
ბერლინის "ჰერტას" 33 წლის თავდამსხმელი, ვედად იბიშევიჩი შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული სპორტული გამოცემა Sky Germany-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, მიუნხენური გრანდი ზემოხსენებულ ფეხბურთელს განიხილავს, როგორც რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს და მზად არის გარკვეული თანხა გაიღოს აღნიშნული ტრანსფერის განსახორციელებლად.

ხაზგასასმელი ფაქტია, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტებმა, თავად ვეტერან ფეხბურთელთან სცადეს. იბიშევიჩის თქმით, მას მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობისგან კონკრეტული წინადადება არ მიუღია.

რაც შეეხება თავად "რეკორდმაისტერის" პოზიციას. "ბავარიელთა" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ხსენებული ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობას არ გამორიცხავს და შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს : " ახალი ფეხბურთელის მოყვანა, არც თუ ისე დიდი თანხის სანაცვლოდ შესანიშნავი იდეა და იბიშევიჩი შესაძლოა სწორედ ეს ფეხბურთელი იყოს"

ვედად იბიშევიჩი ბერლინის "ჰერტას" რიგებში 2016 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადად 2019 წლი 30 ივნისი აქვს განსაზღვრული. transfermarkt-ის ინფორმაციით, ვეტერანი შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.