» » მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩასატარებელი 1-ლი ტესტები

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩასატარებელი 1-ლი ტესტები

6-11-2017, 22:51 dachi8 სიახლეები 0

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩასატარებელი 1-ლი ტესტები
გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი ასპარეზობის, ასევე, წარმატებული ლაიფციგისა და დორტმუნდის წინააღმდეგ ტოპ-მატჩების შემდეგ, „ბავარიელებს“ წინ რამოდენიმე მშვიდი დღე ელოდება. რეკორდმაისტერის 11 ფეხბურთელი კი ნაციონალური გუნდების ფერების დასაცად გაემართნენ თავ-თავიანთ ნაკრებში. რამოდენიმეს წინ მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩები ელოდება, მსოფლიო ჩემპიონატის წინ.


2 რთული ტესტი გერმანიის ნაკრებისათვის

მათს ჰუმელსს, ჟერომ ბოატენგს, იოშუა კიმიხს, სებასტიან რუდისა და ნიკლას ზიულეს წინ 2 სუპერ მატჩი ელოდება. 10 ნოემბერს გერმანია, ლონდონში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ნოემბერს კიოლნში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიამ მაქსიმალური ქულები დააგროვა, ახლა კი თავისი კლასის დამტკიცება და პრესტიჟის დაცვა ამ ორ გუნდთან მოუწევს.

საფრანგეთთან შეხვედრაში „ბავარიელები“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთის ნაკრების ფერებს კინგსლი კომანი და კორენტენ ტოლისო იცავენ, რომლებიც გერმანელებთან შეხვედრამდე პარიზში, უელსის წინააღმდეგ ითამაშებენ.


ტიაგო რუსეთში მიემგზავრება

ესპანეთის ნაკრებს 14 მატჩია უკვე რაც არ წაუგია.“ წითელმა ფურიამ“ პრობლემების გარეშე მოიპოვა საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე. ტიაგო და კომპანია ამხანაგურ მატჩებს კოსტა-რიკასთან (11 ნოემბერი, მალაგაში) და რუსეთის ნაკრებთან ჩაატარებენ (14 ნოემბერი, სანკტ-პეტერბურგი).

რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადებას ურუგვაის (10 ნოემბერი) და მექსიკის (13 ნოემბერი) ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. ორივე მატჩს პოლონეთის ნაკრები თავის ტერიტორიაზე ჩაატარებს გდანსკში.


ხამესი საჰაერო მილებს აგროვებს

ყველაზე ხანგრძლივი მგზავრობა ხამეს როდრიგესს ელის. კოლუმბიის ნაკრებში „ბავარიელი“ სამხრეთ კორეის (10 ნოემბერი) წინააღმდეგ ითამაშებს, შემდეგ კი ჩუნცინში ჩინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება (14 ნოემბერი). ამ მატჩებში კოლუმბიის ნაკრები თავის ძალებს გამოცდის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

დავიდ ალაბამ ავსტრიის ნაკრებთან ერთად ვერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. ამიტომ გუნდს გადაწყობა ელოდება, რომელიც მარბელში 6 დღიანი სავარჯიშო შეკრების დროს დაიწყება (6-12 ნოემბერი), რომელსაც ახალი მწვრთნელი ფრანკო ფოდა ჩაატარებს. ხოლო, 14 ნოემბერს ურუგვაის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შეხვდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.