» » "... ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველად ვითამაშებთ!"

"... ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველად ვითამაშებთ!"

7-11-2017, 00:23 dachi8 სიახლეები 0

3 კვირის განმავლობაში, 7 მატჩის შემდეგ (რომლიდანაც 4 გასვლითი გახლდათ) „ბავარიელები“ შესვენებაზე გადიან. ეს იუპ ჰაინკესსაც ეხება, რომელიც დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამარჯვების შემდეგ, რამოდენიმე დღით შესვენებას აიღებს და სახლისკენ გაემართება. „ეს კვირები, მას შემდეგ რაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დავიკავე, ძალიან დაძაბული გამოდგა“, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

„ჩვენ ბევრი ცვლილებები გავაკეთეთ. ეს ვარჯიშებს, ინტენსივობას და დატვირთვის საერთო დონეს ეხება. ბევრს ვაანალიზებდით, შეცდომებს ვარჩევდით. ძალიან კარგად ვიმუშავეთ“!, - კმაყოფილებით აღნიშნა ჰაინკესმა. "მთელი ძალების დაძაბვა დაგვჭირდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ახალი იდეებით მოდის მწვრთნელი. ამიტომ დიდი კომპლიმენტი ჩემს გუნდს. ბიჭებმა ყველაფერი შესანიშნავად მიიღეს“.

უფრო წარმატებულად ჰაინკესის მეოთხედ მოსვლა „ბავარიაში“ ძნელად წარმოსადგენია. 7 გამარჯვება 7 მატჩში. „წარმოუდგენელი სტატისტიკა. უდიდესი კომპლიმენტი ჩვენს მწვრთნელს. მაგრამ ის იძახის, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - იძახის არიენ რობენი. სვენ ულრაიხი კი ეთანხმება: „მას დიდი გამოცდილება აქვს. ის ბევრს გველაპარაკება და შეცდომებზე მიგვითითებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. ნიკლას ზიულე: მწვრთნელმა რამოდენიმე ჭანჭიკი გაამაგრა, კარგად ვმუშაობთ და ძალიან ინტენსიურად ვემზადებით. ამის ნახვა უქმეებზე შეგიძლიათ“.


„ამ გზის გაგრძელება გვსურს“

„როგორც გუნდი, ჩვენ უკეთესად ვმოქმედებთ. ამაშია ჩვენი წარმატების გასაღები“, - იძახის იოშუა კიმიხი, დორტმუნდში ჩატარებული მატჩის შემდეგ. “ყველაფერი არ გამოგვდიოდა იდეალურად, მაგრამ როდესაც ხედავ, თუ რა ცოტა რაოდენობის გოლები გავუშვით, გესმის, რომ ეს წარმატებაა. ამასთან, ჩვენ ასევე წარმატებით გაგვქონდა გოლები სხვის კარში“. „მწვრთნელი დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. ვარჯიშები გადაცემებზე, თამაშის წყობა: ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი კარგად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას ვარჯიშებზე კარგად ვასრულებთ, მაშინ თამაშშიც გამოგვივა“, - ყვება ლევანდოვსკი.

„ბავარიელები“ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. „ამ მომენტისათვის ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავზე მუშაობა უნდა განვაგრძოთ. სეზონი გრძელდება, ახლა მხოლოდ ნოემბერია“, - ითხოვს რობენი. სვენ ულრაიხი „ასევე უნდა გავაგრძელოთ, ვიცით, რომ მეტი პოტენციალი გაგვაჩნია. გვსურს თავდაჯერებული თამაში ვანახოთ და უკეთესები გავხდეთ“.

უკეთესად გახდომაში ჰაინკესს თითოეული ფეხბურთელი დასჭირდება. „თუ ყველა ფეხბურთელი ფორმაში და ჯანმრთელი იქნება, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველად ვითამაშებთ“, - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც სულმოუთმენლად ელოდება მანუელ ნოიერის, ფრანკ რიბერის, თომას მიულერისა და ხუან ბერნატის გუნდში დაბრუნებას. „როდესაც ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, როტაციის განხორციელება მაღალ დონეზეა შესაძლებელი. დატვირთვები ამ დროს ვინც ხელთ გყავს იმათ შორის უნდა გაანაწილო. ბოლო კვირებში ამის გაკეთება რთული აღმოჩნდა“. ამიტომ ჯერ ნაადრევია „ბავარიის“ ფორმაზე ვისაუბროთ და შევაფასოთ: „ამ გზის გაგრძელება გვსურს, შესვენების შემდეგაც“, - განაცხადა ნიკლას ზიულემ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.