» » Sport1: ბალაკი "დორტმუნდელთა" თამაშით უკმაყოფილოა

Sport1: ბალაკი "დორტმუნდელთა" თამაშით უკმაყოფილოა

7-11-2017, 13:54 -ss- სიახლეები 0

Sport1: ბალაკი
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი, დორტმუნდის "ბორუსიას" აკრიტიკებს. ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ "ბორუსიას" დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს და ამ მოცემულობით გუნდი, თითოეულ მატჩში წაგებისათვის არის განწირული.

"დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში, შესანიშნავი ფეხბურთელები ასპარეზობენ. ამ გუნდს აქვს შესაძლებლობა შექმნას საგოლე მომენტები. მათ დახვეწილად მოქმედება ძალუძთ. რაც შეეხება დაცვის ხაზს, აქ უკვე სერიოზული პრობლემებია. სწორედ ამიტომ, დორტმუნდის "ბორუსია" პირადად ჩემთვის, უეფას ჩემპიონთა ლიგის დონეს არ შეესაბამება. ასეთი მოცემულობით შეუძლებელია, თუნდაც ერთი შეხვედრის მოგება"-აღნიშნა ექს-ბავარიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურის ეგიდით, შაბათს 4 ნოემბერს, დორტმუნდის "ბორუსიამ", მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 1-3 დამარცხდა. დორტმუნდელთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაც. H ჯგუფში გამართული ოთხი შეხვედრის მონაცემების მიხედვით, გერმანული გუნდი მოპოვებული ორი ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.