» » AS: ხამეს როდრიგესი მიღწეული შედეგით კმაყოფილია

AS: ხამეს როდრიგესი მიღწეული შედეგით კმაყოფილია

7-11-2017, 14:39 -ss- სიახლეები 0

AS: ხამეს როდრიგესი მიღწეული შედეგით კმაყოფილია
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, ესპანურ ინტერნეტ-გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში, გერმანულ გრანდში არსებულ ატმოსფეროზე საუბრობს. 26 წლის ფეხბურთელის განცხადებით, "ბავარია" დასახული მიზნისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება და კიდევ უფრო დამაჯერებელი თამაშისათვის, გარკვეულ დროს საჭიროებს.

"ბედნიერი ვარ, რომ გერმანულ "კლასიკოში" მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მომეცა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ჯანსაღი გუნდი გვყავს, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ასე, რომ "ბავარია" ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებული სვლით, მიაღწევს დასახულ მიზანს. ამისათვის უბრალოდ გარკვეული დროა საჭირო. პირადად მეც ვგრძნობ, თუ როგორ შევდივარ სათამაშო ფორმაში. რაღაც დროის შემდგომ კი შესაბამის დონეს აუცილებლად მივაღწევ"-ციტირებს როდრიგესის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი AS-ი.

გერმანიის ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მონაცემების მიხედვით, მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 26 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული და მეორეადგილოსან "ლაიპციგს" ოთხქულიანი სხვაობით უსწრებს. ბუნდესლიგის ეგიდით შემდეგ მატჩს "რეკორდმაისტერი" "ალიანც არენაზე" 18 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბ "აუგსბურგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.