» » შესაძლოა ტორესი ბავარიაში ვიხილოთ

შესაძლოა ტორესი ბავარიაში ვიხილოთ

8-11-2017, 15:02 dachi8 ტრანსფერები / ჭორები 0

შესაძლოა ტორესი ბავარიაში ვიხილოთ
მადრიდის „ატლეტიკოს“ ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძელებელია „ბავარიის“ რიგებში აღმოჩნდეს, ამტკიცებს გერმანული ინტერნეტ-გამოცემა tz.

ამ ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით, ესპანელი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მოიაზრება. როგორც პოლონელმა ფორვარდმა განაცხადა, მისთვის რთულია თითოეულ მატჩში 90 წუთი თამაში. მეორეს მხრივ, გერმანიაში ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ მიუნხენელები მეორე ფორვარდს საჭიროებენ, იმისათვის, რომ სამივე ტურნირზე წარმატებით იასპარეზონ.

33 წლის ტორესი თავის მხრივ მზადაა დედაქალაქური გუნდი დატოვოს, რადგან მეტი საფეხბურთო პრაქტიკა მიიღოს, ხოლო „ატლეტიკოში“ განსაკუთრებულ პერსპექტივებს ვერ ხედავს.

ფერნანდო ტორესის ხელშეკრულება დედაქალაქურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე მინდორზე 332 წუთი დაჰყო და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.