» » ულრაიხი: "ბევრ კომპონენტში გავიზარდე"

ულრაიხი: "ბევრ კომპონენტში გავიზარდე"

9-11-2017, 03:06 dachi8 სიახლეები / ინტერვიუ 0

ულრაიხი:
“კვიცი გვარზე ხტისო“ - გერმანიაშიც არის ამის შესატყვისი ანდაზა, ამიტომაც არაფერია უცნაური იმაში, რომ სვენ ულრაიხი დღეს „ბავარიის“ კარში დგას. „მამაჩემიც გოლკიპერი იყო“, - ყვება ულრაიხი ბავარია TV-თან ინტერვიუში. „თუმცა, ის დაბალ ლიგებში თამაშობდა, ყოველთვის საინტერესო იყო მისი თვალის დევნება, თუ როგორ ალაგებდა ის ჩანთას, განსაკუთრებით ხელთათმანებს“.

ამიტომ ულრაიხ-უმცროსსაც ასევე სურდა გოლკიპერი გამოსულიყო. 3 წლის ასაკში ის თავის პირველ კლუბში ჩაირიცხა - თუმცა თავიდან მინდორზე თამაშობდა. „მწვრთნელის შვილი გოლკიპერი გახლდათ, ამიტომ ამ ადგილის დაკავება ვერ მოვახერხე“, - იხსენებს „ბავარიელი“. ამ მიზეზის გამო 2 წლის შემდეგ სვენი სხვა კლუბში გადავიდა.

გააზრებული ტრსნაფერი

19 წლის ასაკში ულრაიხის პროფესიონალურ დონეზე დებიუტი შედგა „შტუტგარტის“ შემადგენლობაში, სადაც გარკვეული დროის შემდეგ 1-ლი ნომერი გახდა. 2015 წელს კი „ბავარიაში“ გადმოვიდა. ეს გადაწყვეტილება ყველამ ვერ გაიგო, რადგან „შტუტგარტში“ ულრაიხი ძირითადი მეკარე გახლდათ, ხოლო „ბავარიაში“ მას უკვე გამოყოფილი ჰქონდა მანუელ ნოიერის შემცვლელის როლი. „იმ მომენტში ეს სწორი ნაბიჯი იყო ჩემთვის. ახალი გზით წასვლა ვამჯობინე და „ბავარიისაგან“ წინადადება მივიღე. ეს კლუბი ნოიერის შემცვლელად ცუდ გოლკიპერს არ აიყვანდა, ამიტომ ჩემთვის ეს დიდი პატივი გახლდათ“.

მიმდინარე სეზონში ულრაიხი ღირსეულად ცვლის მანუელ ნოიერს, რომელმაც სერიოზული ტრავმა მიიღო. თუმცა მას დასაწყისში საქმე ადვილად არ ჰქონია. „ძალიან ბევრი შეგიძლია ივარჯიშო, მაგრამ გამოცდილება, რომელსაც მატჩებში იღებ, შეუცვლელია. სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია, რომ რიტმში შეხვიდე“. რამოდენიმე ხნის შემდეგ ულრაიხი წარმატებით შევიდა რიტმში და თავისი საუკეთესო თვისებების დემონსტრირება დაიწყო: კერძოდ, სათასო შეხვედრაში „ლაიფციგის“ წინააღდეგ მან გადამწყვეტი პენალტი მოიგერია.


ნოიერთან მუშაობა

ულრაიხი, საკუთარი აღიარებით, ბოლო 2,5 წლის განმავლობაში „ბევრ კომპონენტში გაიზარდა“. დიდი წვლილი ამ განვითრებებში მანუელ ნოიერმა შეიტანა. „როდესაც ყოველდღიურად ასეთ დიდებულ გოლკიპერთან ერთად მუშაობ, რა თქმა უნდა, შენთვითონაც უკეთესი ხდები. მაგრამ ყველაფერი რასაც ის აკეთებს, ამის გამეორება შეუძლებელია. მანუს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს“ - იძახის სვენი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.