» » Goal: კარსტენ იანკერმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა

Goal: კარსტენ იანკერმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა

9-11-2017, 12:24 -ss- სიახლეები 0

Goal: კარსტენ იანკერმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა
მიუნხენური კლუბის ყოფილი თავდამსხმელი კარსტენ იანკერი, "რეკორდმაისტერის" პოლონელი შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს და მას ეგოიზმში ადანაშაულებს. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ თითოეული მოთამაშის წარმატებული ასპარეზობისათვის, გუნდური მუშაობაა საჭირო.

"მან არასდროს არ უნდა დაივიწყოს, რომ თითოეულ გამარჯვებაში, ტიტულების მოპოვებაში თუ ინდივიდუალურ წარმატებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა გუნდურ მუშაობას ენიჭება. ხსენებული მიზნების მიღწევა, მხოლოდ თანაგუნდელების დახმარების შედეგად არის შესაძლებელი"-აღნიშნა იანკერმა.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, ექს-ბავარიელმა ასევე ისაუბრა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კარლო ანჩელოტის გათავისუფლების საკითხზე და გაკვირვება გამოხატა იმ ფაქტის შესახებ, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში, ხსენებულ სპეციალისტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

"როდესაც ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს, მაშინ პრესაში დაიწერა, რომ "ბავარიაში" რამდენიმე ვარსკვლავი, ამ სპეციალისტის წინააღმდეგი იყო. მართალი გითხრათ ამით გაოცებული დავრჩი, რადგანაც მსგავსი ტიპის ფეხბურთელებთან ურთიერთობა, კარლომ შესანიშნავად იცის"-ციტირებს კარსტენ იანკერის სიტყვებს, ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.