» » ჰაინკესი "ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ საუბრობს

ჰაინკესი "ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ საუბრობს

9-11-2017, 13:04 -ss- სიახლეები 1

ჰაინკესი
მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული იუპ ჰაინკესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანული გრანდის მომავალი თავკაცის შესახებ, საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ გერმანიაში უამრავი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელთაც ხსენებულ თანამდებობაზე ღირსეულად მუშაობა შეუძლიათ.

"როდესაც მე მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შემომთავაზეს, მაშინ ვთქვი, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტი, შეძლებდა აღნიშნულ პოსტზე ღირსეულად მუშაობას. ბუნდესლიგაში საკმარისად არიან ნიჭიერი მწვრთნელები, რომელთაც გააჩნიათ, საკუთარი სათამაშო კონცეფცია და საფეხბურთო ფილოსოფია. მათ აქვთ ახალი იდეები და მუშაობენ ძალზედ ყურადღებით. ახალგაზრდა სპეციალისტები ვითარდებიან და დროის სვლას ფეხს უწყობენ, რაც ასე საჭიროა გერმანიის ჩემპიონატისათვის"-აღნიშნა იუპ ჰაინკესმა გამოცემა Sport Bild-თან საუბრისას.

"ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენური კლუბის ყოფილმა კარის დარაჯმა, ოლივერ კანმაც. ვეტერანი კიპერის განცხადებით, ტომას ტუხელის კანდიდატურა შესანიშნავი ვარიანტია აღნიშნული თანამდებობისათვის.

"ტომას ტუხელს ფეხბურთელებთან მუშაობის შესანიშნავი უნარი აქვს. მაგრამ მან გარკვეული მოცემულობები უნდა გაითვალისწინოს. კლუბის ხელმძღვანელობასთან, გულშემატკივრებთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობას, მიუნხენში განსაკუთრებული როლი უჭირავს. თუ ეს მის ძალებშია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იგი ფავორიტია ყველა იმ კანდიდატს შორის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მოიაზრება"-აღნიშნა ოლივერ კანმა ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან საუბრისას.
1
1

dachi8 (9 ნოემბერი 2017 14:35)

ტუხელი ჩამოყალიბებული კაცია უკვე და როგორ გინდა შეცვალო kricha
ნამდვილად კარგი ვარიანტია, მაგრამ თუ ეგ თვისება ჭარბობს მასში კონფლიქტების მაშინ ვერ გარისკავენ... ვნახოთ...
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.