» » პაულო სერჟიო: "ბაიერნი" ფავორიტია

პაულო სერჟიო: "ბაიერნი" ფავორიტია

9-11-2017, 13:44 -ss- სიახლეები 0

პაულო სერჟიო:
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი პაულო სერჟიო, გერმანიის ჩემპიონატში "რეკორდმაისტერის" შანსებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხსენებული ტურნირის მოგებისათვის ბრძოლაში "ბაიერნი" მთავარი ფავორიტია.

"მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, მიუნხენის "ბაიერნისათვის" ბუნდესლიგის მოგება მარტივი საქმე არ იქნება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ "ბავარია" დასახულ მიზანს მიაღწევს. ისევე როგორც უწინ, ახლაც მიმაჩნია, რომ "ბაიერნი" ფავორიტია. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ კლუბში იუპ ჰაინკესი დაბრუნდა. არამედ აღსანიშნავია ისიც, რომ იგი საუბრობს გერმანულად და ხსენებულ გუნდში მოასპარეზე ფეხბურთელების უდიდეს უმარავლესობას იცნობს"-ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი, ვეტერანი ბრაზილიელის სიტყვებს.

გერმანიის ჩემპიონატში, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი კონკურენტის, დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცის პეტერ ბოშის მიმართ, საინტერესო კომენტარი გააკეთა, მიუნხენური კლუბის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათესუმა.

"პეტერ ბოშის მდგომარეობა, დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში არ არის კარლო ანჩელოტის სიტუაციის მსგავსი, რომელმაც გუნდში მართვა დაკარგა. მაგრამ ამ სპეციალისტს დაფიქრება მართებს. ბევრი მისი გადაწყვეტილება კითხვის ნიშანს ტოვებს"-აღნიშნა მათეუსმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მონაცემების მიხედვით, მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 26 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ლაიპციგს" ოთხქულიანი სხვაობით უსწრებს. "ბავარიელთა" აქტივში, ჩატარებული თერთმეტი შეხვედრიდან 8 მოგება 2 ფრე და 1 წაგებაა აღნიშნული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.