» » ლევანდოვსკი "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

ლევანდოვსკი "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

11-11-2017, 10:28 -ss- სიახლეები 0

ლევანდოვსკი
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი გოლიადორი რობერტ ლევანდოვსკი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კლუბი ამ მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. 29 წლის შემტევის განცხადებით, წარმატების მისაღწევად აუცილებელია, შესაბამისი ტრანსფერების განხორციელება.

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ რამდენ ფულს ხარჯავენ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბები სატრანსფერო ბაზარზე, "ბაიერნს" ხსენებულ საკითხში უფრო მეტი კონკურენცია მართებს. კლუბს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეიძინოს საუკეთესო ფეხბურთელები. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ორი-სამი წლის განმავლობაში, საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა, კლუბისათვის აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მოხდეს გუნდის ერთგვარი განახლება და მისი ხარისხობრივი ზრდა"-ციტირებს რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.

მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო ინტერესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბოლო სიახლე "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში მოასპარეზე გერმანელ ფეხბურთელს, იულიან დრაქსლერს უკავშირდება. France Football-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, "ბავარია" ხსენებულ მოთამაშეს, განიხილავს, როგორც ფრანკ რიბერის შემცვლელს და აღნიშნული ტრანსფერის განსახორციელებლად, კონკრეტულ წინადადებასაც ამზადებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.