» » El Club de la Mitjanit : ალკანტარა "ბარსაში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

El Club de la Mitjanit : ალკანტარა "ბარსაში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

11-11-2017, 11:34 -ss- სიახლეები 3

El Club de la Mitjanit : ალკანტარა
გერმანული გრანდის ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა კატალონიურ "ბარსელონაში" დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას, ესპანური ინტერნეტ-გამოცემა El Club de la Mitjanit ავრცელებს. როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, ტიაგო "ბაიერნში" თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მას მშობლიური კლუბის სიყვარული არ განელებია და შესაძლოა ფეხბურთელი სამომავლოდ "ბარსელონას" რიგებში ვიხილოთ.

"ბარსელონაში დაბრუნება? მე მიუნხენის "ბაიერნში" თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ფეხბურთი მუდმივ ცვლილებებს განიცდის. "ბარსა" ყოველთვის ჩემი სახლი იყო და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ეს კლუბი მიყვარს, არამედ იმიტომაც, რომ მე ამ ქალაქზეც შეყვარებული ვარ. ასე, რომ ამ მიმართულებით ყურებისას, მე ყოველთვის დიდ სიყვარულს განვიცდი"-აღნიშნა ალკანტარამ.

შეგახსენებთ, ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნში" 2013 წლის 14 ივლისს, სწორედ კატალონიური "ბარსელონას" რიგებიდან ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში, ტიაგომ "ბაიერნის" მაისურით, ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 3 გატანილი გოლის ავტორი.
1
0

efenbergi 19 (12 ნოემბერი 2017 23:10)

ტიაგო არ უნდა წავიდეს ძაან ცუდი იქნება ამის გაშვება
0

kimmich (11 ნოემბერი 2017 16:59)

თვითონ ადრე იძახდა. სანამ ბაიერნთან ერთად ჩემპ ლიგას არ მოვიგებ ბაიერნიდან არ წავალო. cempatls
1

dachi8 (11 ნოემბერი 2017 13:27)

ესმის ვისი აღზრდილიცაა, სულ კროოსს გავს kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.