» » ბუნდესნაკრებმა უემბლიზე ფრე ითამაშა

ბუნდესნაკრებმა უემბლიზე ფრე ითამაშა

11-11-2017, 13:24 dachi8 სიახლეები 2

ბუნდესნაკრებმა უემბლიზე ფრე ითამაშა
პირველ ამხანაგურ მატჩში, გერმანიის ნაკრებმა „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებთან ფრე ითამაშა (0:0). მათს ჰუმელმა ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გამოიყვანა. იოშუა კიმიხი სასტარტო შემადგენლობიდან მატჩში პირველივე წუთებიდან ჩაერთო. სებასტიან რუდი მატჩის დასრულებისკენ შემოვიდა მოედანზე, ხოლო ნიკლას ზიულე სათადარიგო სკამზე დარჩა. მომდევნო სამშაბათს ბუნდესთიმი კიოლნში მე-2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს საფრანგეთის ნაკრებთან.


კომანისა და ტოლისოს საფრანგეთმა მოიგო

საფრანგეთის ნაკრებმა პარიზში ამხანაგურ მატჩში უელსის ნაკრებს 2:0 მოუგო. გოლებით თავი ანტუან გრიზმანმა და ოლივიე ჟირუმ გამოიჩინეს. კორენტენ ტოლისომ 45 წუთი დაჰყო მინდორზე და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კინგსლი კომანი 73-ე წუთზე შეცვალეს მოედანზე.


პაუზა ლევანდოვსკისთვის

პოლონეთის ნაკრებმა ვარშავაში ურუგვაის ნაკრებთან ფრე ითამაშა. რობერტ ლევანდოვსკის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მთავარმა მწვრთნელმა „ბავარიის“ ფორვარდი დაასვენა. ორშაბათს პოლონეთი მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება და ამ მატჩსაც ლევანდოვსკი ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს.


ხამესმა აზიაში დათმო

ხამეს როდრიგესის კოლუმბიამ სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში 1:2 ანგარიშით წააგო. ყოფილმა ლევერკუზენის ფეხბურთელმა ხინ მინ სონმა დუბლი გაიფორმა, კოლუმბიელთა მხრიდან კი კრისტიან საპატა გამოირჩა. საგოლე გადაცემით კი ხამეს როდრიგესი.
1
0

dachi8 (11 ნოემბერი 2017 17:55)

-ss-,
რავი ვერ გაიგებ ხომ იცი ამხანაგურებზე. ლიოვმა კვლავ ექსპერიმენტები ატარა. kricha

ჰუმელსი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და სანე დარბოდა რამდენიც შეეძლო
0

-ss- (11 ნოემბერი 2017 13:35)

როგორ ითამაშეს? ვერ ვუყურე სამწუხაროდ თამაშს ac
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.