» » Goal : იოაჰიმ ლიოვი მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს

Goal : იოაჰიმ ლიოვი მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს

11-11-2017, 13:29 -ss- სიახლეები 0

Goal : იოაჰიმ ლიოვი მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, ბუნდესნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, გერმანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში გასამართი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ნოიერი შესაბამისი ფიზიკური კონდიციებით შეხვდება.

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მე ვესაუბრე ექიმებს და შემიძლია გითხრათ, რომ ნერვიულობის საბაბი არ გვაქვს. ნოიერს წინ დიდი დრო აქვს, იმისათვის რომ შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში შევიდეს. ვიცი რომ მანუელის მონაწილეობა, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სავსებით რეალურია."-აღნიშნა ლიოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანუელ ნოიერის დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ხსენებული ფეხბურთელის მრჩეველმა პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, ბერნჰარდ შმიტენბეხერმაც: "მანუელ ნოიერი ფიქრობს, რომ ზამთრის შესვენების დროს იგი მოედანზე დაბრუნებას შეძლებს. მას ამის მოლოდინი აქვს"-დაამშვიდა ერთგული ქომაგი შმიტენბეხერმა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.