» » ჰუმელსი ბოლო თვეებით კმაყოფილია

ჰუმელსი ბოლო თვეებით კმაყოფილია

13-ნოე-2017, 02:31
0290
იოაჰიმ ლიოვის გუნდში მათს ჰუმელსი მისტერ შეუცვლელია. „მათსი ჩვენს დაცვაში ნამდვილი სტაბილიზატორი იყო“, - განაცხადა ინგლისთან ჩატარებული მატჩის შემდეგ (0:0) ბუნდეს ნაკრების მწვრთნელმა. გერმანელმა მცველმა ნაკრებში თავისი 61-ე მატჩი ჩაატარა. 28 წლის „ბავარიელი“ გუნდს მოედანზე კაპიტნის სამკლაურით წარუძღვა.

„რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა „უემბლიზე“ გუნდი კაპიტნის რანგში გამოიყვანო. ეს შესანიშნავია“, - იძახის ჰუმელსი, რომელმაც ტრავმირებული მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის არ ყოფნაში, შესანიშნავად მოირგო კაპიტნის როლი. „ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება ბოლო თვეები. უბრალოდ მსურს, ამ ყველაფერს თითოეულ მატჩში შევუერთდე“.

ნახვრეტებით ბუცებზე

თავის ტიპიურ სტილში ჰუმელსმა გერმანიის ნაკრების თამაში გააანალიზა და აღნიშნა, რომ მთავარმა მწვრთნელმა - იოაჰიმ ლიოვმა ეს მატჩი ზოგიერთი ექსპერიმენტისათვის გამოიყენა. „ეს სათამაშო სტილის გამოცდა გახლდათ, რომელიც ცოტათი განსხვავდებოდა ჩვენი ჩვეულებრივი თამაშისაგან. ამასთან, რამოდენიმე პრობლემაც გამოვლინდა, რაზეც მუშაობა უნდა განვაგრძოთ. გადაცემებში შეცდომებს ვუშვებდით და ხშირად ვკარგავდით ბურთს“.

დაცვაში ჰუმელსს არაერთხელ მოუწია ცეცხლის ჩაქრობა. „მართლაც რომ სასაცილოა, როდესაც ბურთები მაინც და მაინც ჰაერში ჩემს თავს ნახულობენ. სასიამოვნოა, როდესაც გამოგდის თავით ბურთის გამოტანა“, - იძახის მცველი. ფეხის ბერა თითებზე პრობლემების გამო ამ ბოლო დროს ჰუმელსი ნახვრეტებიანი ბუცებით თამაშობს. ინგლისთან მატჩის წინ, მათსმა მესამე ნახვრეტიც გააკეთა ბუცებზე, “იმიტომ რომ, ადრე ძლიერად მივარტყი ფეხი“ - გაამხილა მესამე ნახვრეტის საიდუმლო ჰუმელსმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..