» » Goal: დრაქსლერი საკუთარ მომავალზე საუბრობს

Goal: დრაქსლერი საკუთარ მომავალზე საუბრობს

13-11-2017, 15:10 -ss- სიახლეები 0

Goal: დრაქსლერი საკუთარ მომავალზე საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "პარ სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ მომავლზე საუბრობს. 24 წლის ფეხბურთელის განცხადებით, იგი უახლოეს მომავალში პარიზული კლუბის დატოვებას არ გეგმავს და აღნიშნულ კლუბთან ერთად , მაღალი მიზენბისათვის ბრძოლას აპირებს.

"არც ზამთრის და არც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, კლუბის დატოვებას არ ვფიქრობ. მთლიანად კონცენტრირებული ვარ იმ მაღალ მიზნებზე, რაც "პარი სენ-ჟერმენის" წინაშე დგას. ახლა არ არის შესაფერისი დრო, რომ საკუთარ მომავალზე ვიფიქრო, თუმცა რა თქმა უნდა, ბუნდესლიგა ყოველთვის საინტერესოა."-აღნიშნა დრაქსლერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესებულია ზემოხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერით. აღნიშნული ცნობის თანახმად, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა იულიან დრაქსლერის კანდიდატურას განიხილავს, როგორც ფრანკ რიბერის შემცვლელს და აპირებს პარიზულ გრანდს, კონკრეტული წინადადებითაც მიმართოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.