» » ბოატენგი: ეს ნამდვილი შოკი იყო

ბოატენგი: ეს ნამდვილი შოკი იყო

13-11-2017, 15:56 -ss- სიახლეები 1

ბოატენგი: ეს ნამდვილი შოკი იყო
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პარი სენ-ჟერმენთან" გამართული შეხვედრის დეტალებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ "ბაიერნის" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შოკირებული იყო.

"ეს უკვე ძალიან უცნაური რამ გახლდათ. გუნდი მატჩამდე არსებულ ბოლო სამზადისში იყო, როდესაც საათ-ნახევრით ადრე გვაცნობეს, რომ ჩვენი ხუთეული ძირითად თერთმეტეულში წარმოდგენილი არ იქნებოდა. ეს ყველაფერი მოხდა უეცრად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩვენ მომხდარი ფაქტით შოკირებულნი ვიყავით"-აღნიშნა ბოატენგმა, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, ხსენებული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ჟერომ ბოატენგთან ერთად, ასევე ვერ მოხვდა, არიენ რობენი, ფრანკ რიბერი, მატს ჰუმელსი და კინგსლი კომანი. შეხვედრა კი პარიზელთა გამარჯვებით ანგარიშით 3-0 დასრულდა.

კარლო ანჩელოტის მიმართ, ჟერომ ბოატენგისგან განსხვავებით, ნაკლებად კრიტიკულია "ბავარიელთა" კიდევ ერთი უკანახაზელი, ნიკლას ზულე. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან საუბრისას მან შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა : "ყველაფერში კარლო ანჩელოტის დადანაშაულება არ ღირს. ფეხბურთელები თვითონ იმყოფებიან მოედანზე, უბრალოდ მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვერ ართმევენ. ახლა ჩვენ უკეთ გამოგვდის ის, რასაც უწინ ძალიან ცუდათ ვაკეთებდით"
1
1

dachi8 (13 ნოემბერი 2017 18:35)

ისე ჰუმელსი მართლა როგორ არ ათამაშა, გინდაც რობენი და რიბერი. მაგრამ იმ მომენტისათვის შეიძლება სიურპრიზი გაუკეთა პარიზელებს, მოულოდნელი შემადგენლობა დააყენა და ეგონა ასე აჯობებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც გაეკეთებინა საჭირო ცვლილებები.... სიბერეში გამოშტერდა კარლო რა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.