» » პეკერმანი: "ხამესმა ეს პირველად მთხოვა"

პეკერმანი: "ხამესმა ეს პირველად მთხოვა"

13-11-2017, 21:38 dachi8 სიახლეები 0

პეკერმანი:
კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანი, ხამეს როდრიგესის მიუნხენში დროზე ადრე დაბრუნების თაობაზე საუბრობს და მის მიზეზებს ხსნის.


„ის მომიახლოვდა და მითხრა, რომ თავის კლუბში დაბრუნების სურვილი აქვს. ხამესს 5 წელზე მეტია რაც ვიცნობ, მაგრამ ეს პირველადაა, როდესაც მან ამგვარი რამ მთხოვა. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორ უყვარს მას კოლუმბიის ნაკრების მაისურის ტარება, მაგრამ მას ასევე „ბავარიის“ მაისურის ტარებაც უყვარს და ამაში ხელის შეშლა არ მსურს“, - განაცხადა პეკერმანმა.

მიუნხენში +4 გრადუსიან ტემპერატურაზე ვარჯიშებს იუპ ჰაინკესიც შეუერთდა. „ბავარიელთა“ რიგებიდან კლუბს, მხოლოდ ხამეს როდრიგესი დაუბრუნდა და როგორც ზემოთ აღინიშნა, კოლუმბიელი ჩინეთთან მატჩს გამოტოვებს.

ვარჯიშებზე იუპ ჰაინკესი ძირითადი შემადგენლობის 8 (ხამესი, სვენ ულრაიხი, ტომ შტარკე, რაფინია, ხავი მარტინესი, არტურო ვიდალი, ხუან ბერნატი და თომას მიულერი) ხოლო, დუბლის 9 ფეხბურთელს შეხვდა და „აუგსბურგთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.