» » ლუკა ტონი: ანჩელოტის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო

ლუკა ტონი: ანჩელოტის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო

14-11-2017, 11:24 -ss- სიახლეები 0

ლუკა ტონი: ანჩელოტის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ტონი, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას, კარლო ანჩელოტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს. ამის შესახებ ვეტერანმა შემტევმა, გერმანულ სპორტულ გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ლუკა ტონის განცხადებით, იუპ ჰაინკესის დაბრუნება კლუბში არსებულ მძიმე მდგომარეობას, დადებითად წაადგა და კონკრეტული შედეგიც უკვე სახეზეა.

"გასაგებია, რომ გასახდელში ბზარი გაჩნდა. ვფიქრობ, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, შეცვალა რა გუნდის მთავარი მწვრთნელი საჭირო დროს. ახლა, იუპ ჰაინკესის თაოსნობით მათ ყველაფერი შესანიშნავად მისდით. კლუბი გამარჯვებების სერიას აგრძელებს და გერმანიის ჩემპიონატშიც არსებული მძიმე მდგომარეობა გამოსწორებულია"-ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს გამოცემა Sport1.

ბუნდესლიგაში გამართული მე-11 ტურის მონაცემების მიხედვით, მიუხენური კლუბი, მოპოვებული 26 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული და უახლოეს მდევარ "ლაიპციგს" ოთხქულიანი სხვაობით უსწრებს. შემდეგ მატჩს "ბავარია" 18 ნოემბერს, "ალიანც არენაზე" საფეხბურთო კლუბ "აუგსბურგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.