» » ინტერვიუ ხამეს როდრიგესთან

ინტერვიუ ხამეს როდრიგესთან

15-11-2017, 03:56 dachi8 ინტერვიუ 0

ინტერვიუ ხამეს როდრიგესთან
ხამეს როდრიგესი უკვე 4 თვეა რაც მიუნხენშია და ბოლო კვირებში მან კარგი ფორმა აკრიფა. ვარჯიშებზე და განსაკუთრებით მატჩებში კოლუმბიელი კარგ თამაშს აჩვენებს. კერძოდ, „ლაიფციგთან“ მატჩში მან ერთ-ერთი გოლი გაიტანა, ხოლო „ბორუსიასთან“ დაპირისპირებისას თავის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

სჩანს, რომ თავის ახალ ქალაქში ნახევარმცველი უფრო და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ცივი კლიმატი კი არ აშინებს. ამ კვირაში მან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ნაკრების რიგებში, რათა ადრე დაბრუნებოდა კლუბს. მიუნხენში დღეს ის 0 გრადუსიან ტემპერატურაზე ვარჯიშობდა, მისთვის მიუჩვეველი ქუდითა და შარფით.

მინდორზე სჩანს, რომ საქმეები კარგად მისდის, მაგრამ მის გარეთ რა ხდება? ამაზე და ბევრ სხვაზე ხამეს როდრიგესი fcbayern.com-თან ინტერვიუში ყვება.

ინტერვიუ ხამეს როდრიგესთან:

- ხამეს, როგორ გრძნობ თავს გერმანიაში? რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს ახალ ქალაქში და კლუბში?

ხამესი: „ჩემთვის ეს ახალი ცხოვრებაა და მისით კმაყოფილი ვარ. აქ უფრო სიმყუდროვეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სადაც თამაში მომიწია. შეგიძლია ქუჩაში მშვიდად გაისეირნო. „ბავარია“ - დიდებული კლუბია, რომელიც ყოველთვის დიდი წარმატებებისაკენ მიისწრაფვის“.

- „ბავარიის“ გულშემატკივრებმა უკვე მოასწრეს შენი გაცნობა მოედანზე. თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?

ხამესი: „მე მშვიდი ადამიანი ვარ და მიყვარს სახლში დროის გატარება. სერიალების ყურება მიყვარს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქუჩაში ასეთი სიცივეა. ამჯერად 2 სერიალს ვუყურებ: „ვიკინგებს“ და „ამერიკულ საშინელებათა ისტორიებს“. რა თქმა უნდა ასევე მიყვარს Play-Station-ის თამაში, FIFA, თუ დრო მაქვს ამისი“.

- გქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გეთამაშა შენს თანაგუნდელებთან ერთად?

ხამესი: „სამწუხაროდ ჯერ არა. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვაწყოთ ამის ორგანიზება“.

- რაიმე განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვს მოედანზე გამოსვლის წინ?

ხამესი: „არა, ამის მსგავსი არაფერი. არ მწამს ამისი. მაგრამ მე ღმერთის მწამს. ბავშვობიდან ღმერთი მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის და მას მადლობას ვუხდი ყოველ ჯერზე, როდესაც გოლს ვიტან“.

- შენს სოციალური მედია ქსელებში ხშირად გხედავთ მოცეკვავეს. რომელია შენი საყვარელი მუსიკა?

ხამესი: „ყველაფერი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით სალსა და რეგეტონი. კოლუმბიაში ჩვენ მუდამ სიხარულის განცდით ვართ და დიდი სიამოვნებით ვცეკვავთ. ამისგან თავს კარგად ვგრძნობთ“.

- შენ უკვე სწავლობ გერმანულს? რისი თქმა შეგიძლია უკვე?

ხამესი: „მაგალითად, შემიძლია ვთქვა "Danke", "Bitte", "Guten Morgen" и "Gute Nacht", "Alles gut". თანდათანობით უფრო თავდაჯერებული ვხდები, მაგრამ ნამდვილად რთული ენაა“.

- გერმანიაში უკვე 4 თვეა რაც თამაშობ. როგორია შენი პირველი შტაბეჭდილებები ბუნდესლიგიდან?

ხამესი: „აქ დიდ ყურადღებას ფიზიკას და ტაქტიკას აქცევენ. მაგრამ მე ყოველთვის ვიძახი, რომ შენ თუ გაქვს ტექნიკა და კარგად თამაშს შეძლებ, მაშინ ფეხბურთი მთელს მსოფლიოში ერთნაირია“.

- რას უნდა მოელოდნენ გულშემატკივრები ხამესისგან? რა მიზნები გაქვს ამ სეზონზე?

ხამესი: „ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ტიტულის მოპოვებას და თავს რაც შეიძლება უკეთ წარმოვაჩენ. ძალ-ღონეს არ დავიშურებ - ბოლო წუთამდე. მსურს ტიტულები ამ კლუბთან ერთად მოვიპოვო“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.