» » რიბერიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

რიბერიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

15-11-2017, 23:58 dachi8 სიახლეები 0

რიბერიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა
„Servus Franck!“ - ოთხშაბათს, დილის ვარჯიშზე ეს მისალმება განსაკუთრებით ხშირად ისმოდა. ფრანგი, მთლიანად გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ, რომელიც „ჰერტასთან“ მატჩში მიიღო და საერთო გუნდთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდა. მატჩებში გამოსვლა ჯერ მისთვის ადრეა, თუმცა ფეხბურთში დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.



ბერნატი გრძნობს, რომ მზადაა

ხუან ბერნატსაც საქმეები კარგად მისდის. „შესაძლოა მომდევნო მატჩში თამაში შევძლო“, - ყვება ესპანელი, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ საზაფხულო მომზადების პერიოდში მიიღო. მარცხენა მცველი იმედოვნებს, რომ მინდორზე დაბრუნებას „აუგსბურგთან“ შეძლებს. „მე ჯერ კიდევ მცირე ტკივილები მაწუხებს, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ. ვთვლი, რომ ახლა 90 პროცენტით მზად ვარ“.

ამგვარად, იუპ ჰაინკესს დამატებითი ვარიანტიც მალე გამოუჩნდება მარცხენა ფლანგზე.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.