» » Sport1: ბასლერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

Sport1: ბასლერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

16-11-2017, 12:29 -ss- სიახლეები 0

Sport1: ბასლერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი მარიო ბასლერი, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს. ვეტერანი "ბავარიელის" განცხადებით, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჰაინკესის დანიშვნა, შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა.

"მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ იუპ ჰაინკესის დანიშვნით, საუეთესო გადაწყვეტილება მიიღო. ჰაინკესი ზედმიწევნით კარგად იცნობს, როგორც გუნდს ისე მთლიანად კლუბს. გარდა ამისა ვფიქრობ, რომ ჰაინკესმა უკეთ იცის ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ვიდრე ეს კარლო ანჩელოტის შემთხვევაში იყო"

ჟურნალისტებთან საუბრისას, მარიო ბასლერი ასევე შეეხო გერმანიის ჩემპიონატში არსებულ მდგომარეობას და მიუნხენური კლუბის მთავარ კონკურენტად, კვლავაც დორტმუნდის "ბორუსია" დაასახელა. "სულ ცოტა ხნის წინ, დორტმუნდის ბორუსია" სატურნირო ცხრილის სათავეში იყო მოქცეული"- ციტირებს "სუპერ მარიოს" სიტყვებს გამოცემა Sport1
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.