» » სანდრო ვაგნერის ტრანსფერზე კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ

სანდრო ვაგნერის ტრანსფერზე კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ

16-11-2017, 22:26 dachi8 სიახლეები / ტრანსფერები 0

სანდრო ვაგნერის ტრანსფერზე კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ
როგორც ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild იუწყება, “ბავარია“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სანდრო ვაგნერის „ჰოფენჰაიმიდან“ მიუნხენურ კლუბში დაბრუნებას შეეცდება. ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით რეკორდმაისტერი უკვე აწარმოებს „სოფლელებთან“ გერმანელი ფორვარდის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს.

„ჰოფენჰამის“ მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სანდრო ვაგნერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბავარიაში“ გადასვლის სურვილი აქვს.

„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ვიცით, რომ „ბავარია“ სანდროთია დაინტერესებული. ასევე ვიცით, რომ ვაგნერიცაა მიუნხენურ კლუბში გადასვლით დაინტერესებული. ამ სიტუაციას ფეხბურთელთან ერთად გავარჩევ. ყველამ იცის, რომ მისი ოჯახი მიუნხენში ცხოვრობს. ფეხბურთელი მე არ მეკუთვნის ის კლუბის საკუთრებაა. მისი კონტრაქტი კიდევ რამოდენიმე წლით „ჰოფენჰაიმს“ უკავშირდება. ტრანსფერში გარიგების თანხა დიდ როლს ითამაშებს“, - განაცხადა ნაგელსმანმა.

გერმანელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ვაგნერი 8 წლის ასაკიდან „ბავარიის“ აკადემიის ფეხბურთელი გახლდათ. მისი დებიუტი „ბავარიის“ ძირითად გუნდში 2007 წლის 21 ივლისს შედგა, ბრემენის „ვერდერის“ წინააღმდეგ. 25 ივლისს „ბავარია“ – „შტუტგარტის“ მატჩში მან თავისი პირველი გოლი გაიტანა. ხოლო 2008 წლის ზაფხულში, 20 წლის ასაკში მე-2 ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბ „დეისბურგში“ გადავიდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.