» » Sport Bild: ბოატენგმა სერხიო რამოსი შეაქო

Sport Bild: ბოატენგმა სერხიო რამოსი შეაქო

17-11-2017, 14:16 -ss- სიახლეები 0

Sport Bild: ბოატენგმა სერხიო რამოსი შეაქო
"ბავარიელთა" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, მადრიდის "რეალის" უკანახაზელის, სერხიო რამოსის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ ხსენებულ მოთამაშეს, საფეხბურთო სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამის შესახებ 29 წლის მცველმა, გერმანულ სპორტულ გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. გარდა სერხიო რამოსისა, ბოატენგმა ასევე დადებითად დაახასიათა, ხსენებული ამპლუის სხვა ცნობილი წარმომადგენლებიც.

"სერხიო რამოსი, მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ეს არამხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ მას ძალიან ბევრი გუნდური წარმატება აქვს მოპოვებული, არამედ იმითაც, რომ რამოსი უმნიშვნელოვანესი გოლების გამტანადაც გვევლინება. ამ მოთამაშის გარდა, ესპანურ ფეხბურთს ჰყავს ჟერარდ პიკე. გოდინი თანაბრად კარგია, როგორც კლუბში ისე ნაკრებში. რაც შეეხება იტალიურ ფეხბურთს, მათ მსოფლიო კლასის მოთამაშეები ჰყავთ, კიელინისა და ბონუჩის სახით. საფრანგეთში გამოვყოფდი უმტიტის თამაშს. საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ფეხბურთში, ძალიან ბევრი ძლიერი ცენტრალური მცველია"-აღნიშნა ბოატენგმა

"ბავარიელთა" კიდევ ერთი ფეხბურთელი, იოშუა კიმიხი კი საკუთარ საფეხბურთო კუმირებზე საუბრობს და გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-ის ჟურნალისტთან, შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს : " მე ვცდილობდი მაგალითი ამეღო ისეთი ფეხბურთელებისაგან, როგორიც ხავი და ბასტიან შვაინშტაიგერია. პირველი საფეხბურთო მაისური, პროფესიონალი ფეხბურთელისგან საჩუქრად, დორტმუნდის "ბორუსიელთა" რიგებში მოასპარეზე, როსიცკისაგან მივიღე." -იხსენებს კიმიხი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.