» » "ბავარია" "აუგსბურგთან" შეხვედრისთვის მზადაა. მიულერ-ვოლფარტმა კი სამედიცინო დეპარტამენტი ჩაიბარა

"ბავარია" "აუგსბურგთან" შეხვედრისთვის მზადაა. მიულერ-ვოლფარტმა კი სამედიცინო დეპარტამენტი ჩაიბარა

17-11-2017, 23:18 dachi8 სიახლეები 0

„აუგსბურგთან“ დერბიში (შაბათი, 18:30სთ) „ბავარიისთვის“ ფინალური მონაკვეთი დაიწყება ზამთრის პაუზამდე. 5 კვირის განმავლობაში მიუნხენელები 9 მატჩს ჩაატარებენ 3 ტურნირზე. იუპ ჰაინკესის მეთაურობით 7 თამაშში 7 მოგებით, ბავარიელებს ამ წარმატებული სერიის გაგრძელება სურთ.

„წინ მთელი სეზონი გვაქვს. არასწორი იქნებოდა ახლა 7 თამაშში, 7 გამარჯვება აღგვენიშნა. ნაკრების თამაშების შესვენების შემდეგ ჩვენ იქიდან უნდა გავაგრძელოთ, რაზეც შევჩერდით“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„აუგსბურგთან“ გამარჯვების შემთხვევაში რეკორდმაისტერი არამარტო წარმატებულ სერიას გააგრძელებს, არამედ პირველი კლუბი გახდება, რომელმაც ბუნდესლიგაში 3000 ქულას მიაღწია.

მოახლოებული მატჩი ადვილი არ იქნება. „აუგსბურგმა“ ბოლო 4 მატჩში გასვლაზე 2 გამარჯვება მოიპოვა და 2 ფრედ ითამაშა. 16 ქულით გუნდი მე-10 ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში. „ის სამუშაო, რასაც ჩვენი მეზობლები სწევენ, პატივისცემის ღირსია. ბევრი ამ სეზონის დასაწყისში ელოდებოდა, რომ „აუგსბურგი“ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებზე გადაინაცვლებდა“, - შეაქო მეტოქე კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
ბოლო 2 მატჩში „აუგსბურგმა“ „ვერდერს“ 3:0 ანგარიშით მოუგო და ლევერკუზენის „ბაიერთან“ 1:1 ითამაშა.


ბერნატი მზადაა, ტიაგო განაცხადს მიღმა რჩება

„ჩვენს წინაშე ადვილი ამოცანა არ დგას. „აუგსბურგი“ ამ სეზონზე სტრუქტურირებულ ორგანიზებულ ფეხბურთს აჩვენებს. მათი ფეხბურთელები მეტად ამბიციურები, აგრესიულები არიან და ყოველთვის ბევრს დარბიან. რამოდენიმე მატჩი ვნახე მათი შესრულებით და ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა“, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

შაბათს ჰაინკესს კვლავ თომას მიულერისა და ფრანკ რიბერის იმედი ვერ ექნება. ფრანგი აღარ განიცდის ტკივილებს, მაგრამ მოედანზე გამოსვლა მისთვის ჯერ ადრეა. „არ მსურს რომ გავრისკო“, - იძახის ჰაინკესი. ტიაგოც მატჩს გამოტოვებს მუხლის დაზიანების გამო, რომელიც რუსეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მიიღო.

სამაგიეროდ პირველად მიმდინარე სეზონში მზადაა შემადგენლობაში ხუან ბერნატი დაბრუნდეს. ჟერომ ბოატენგი და დავიდ ალაბაც მზად არიან მოედანზე გამოსასვლელად.


აუსგბურგელები თავის ძალებში დარწმუნებულნი არიან

ასევე კლუბის განკარგულებაში ექიმი ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი დაბრუნდა, რომელიც ექიმი ფოლკერ ბრაუნის წასვლის შემდეგ, "ბაიერნის" სამედიცინო დეპარტამენტს ჩაიბარებს.

აუგსბურგელები მიუნხენში თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულნი მიდიან, თუმცა აპრილში გამართულ მატჩში მათ 0:6 წააგეს ბავარიელებთან. „მაშინ ჩვენ ბევრი ტრავმირებული გვყავდა“, - იხსენებს გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუელ ბაუმი. ამ უქმეებზე ის თავის შეგირდებისგან სხვა თამაშს ელოდება. „ჩვენი გუნდი მაქსიმუმს დებს 90 წუთის განმავლობაში. ჩვენ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. სულმოოუთმენლად ველოდები ამ მატჩს, ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.