» » კომეტარები: ბაიერნი 3 - 0 აუგსბურგი

კომეტარები: ბაიერნი 3 - 0 აუგსბურგი

19-11-2017, 01:01 dachi8 სიახლეები 0

კომეტარები: ბაიერნი 3 - 0 აუგსბურგი
“ბავარიამ“ საშინაო მატჩში დერბიში „აუგსბურგს“ 3:0 ანგარიშით მოუგო, ამასთან ბურთის ფლობა მიუნხენელებს 74% ჰქონდათ. ამით შეიძლება აიხსნას იუპ ჰაინკესის კმაყოფილება მატჩის შემდეგ: „უკვე 20-25 წუთის თამაშის შემდეგ ჩვენ დიდებულად ვმოქმედებდით, კონცენტრირებულნი ვიყავით და მომთმენნი“, - აჯამებს თამაშის შედეგს მთავარი მწვრთნელი.

მატჩის შემდგომი კომენტარები

იუპ ჰაინკესი: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. „აუგსბურგმა“ ეს სეზონი კარგად დაიწყო. ეს ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ზუსტი თამაშის გეგმა გააჩნია. თავიდანვე ჩვენ პოზიციურად კარგად ვმოქმედებდით, კონცენტრირებულნი ვიყავით და მომთმენნი. თავიდან ცოტათი გაგვიჭირდა, რადგან მეტოქე მეტად საიმედოდ თამაშობდა. ჩვენ მოვუმატეთ და 20-25 წუთის შემდეგ დიდებულად ვმოქმედებდით. შესვენების შემდეგ ბურთი კარგად მოძრაობდა და აქცენტი პოზიციურ თამაშზე გავაკეთეთ. ძალიან კარგად გამოვიდა“.

რობერტ ლევანდოვსკი: „აუგსბურგმა“ მეტად დაცვითი ტაქტიკა აირჩია მატჩისთვის, ისინი 5 მცველით თამაშობდნენ. თავიდან შეტევაში მოძრაობა გვაკლდა, მაგრამ უბრალოდ მოთმინებით უნდა აღვჭურვილიყავით. მომენტები შეიქმნა. გატანილი გოლის შემდეფ გაცილებით გაგვიადვილდა“.

მანუელ ბაუმი (აუგსბურგის მწვრთნელი): „ჩვენ კარგად შევედით თამაშში და ცოტა რამის უფლებას თუ ვაძლევდით მეტოქეს. მით უფრო მეტად საწყენია პირველი 2 გოლის გაშვება. რა თქმა უნდა, შეტევაში გაცილებით მეტის შექმნას ვგეგმავდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეცადა კარგად დაგვეცვა თავი 90 წუთის განმავლობაში. საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ დღის ბოლოს რა თქმა უნდა „ბავარია“ დამსახურებული გამარკვებული გახდა“.

ფილიპ მაქსი (აუგსბურგის მცველი): „პირველი გაშვებული გოლები ჩვენ თვითონ მოვუტანეთ ჩვენს თავს. ამის შემდეგ უფრო რთული გახდა. თუმცა ამის მიუხედავად, მე კმაოფილი ვარ მატჩის პირველი ნახევარით. შესვენების შემდეგ ძალიან მოკლე ხანში მე-3 გოლი გავუშვით და ამის შემდეგ უკვე დაცლილები ვიყავით მორალურად და ფიზიკურადაც“.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.