» » ბავარიას 3000-ზე მეტი ქულა აქვს. ჰაინკესისა და ბავარიელების პირადი რეკორდები

ბავარიას 3000-ზე მეტი ქულა აქვს. ჰაინკესისა და ბავარიელების პირადი რეკორდები

19-11-2017, 01:32 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

ბავარიას 3000-ზე მეტი ქულა აქვს. ჰაინკესისა და ბავარიელების პირადი რეკორდები
ასეთი რამ ჯერ არასდროს არ მომხდარა! „ბავარია“ პირველი გუნდი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც შეძლო 3000 ქულის გადალახვა. „აუგსბურგთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ, შაბათს საღამოს, 1965 წლის სადებიუტო სეზონიდან, გერმანიის უმაღლეს ლიგაში ყველა დროის გამოსვლების ჯამურმა მაჩვენებელმა 3001 ქულა შეადგინა. ასეთი შედეგის მიღწევისათვის „ბავარიას“ 1784 თამაში დაჭირდა. დიდი ქულათა სხვაობით უსწრებს „ბავარია“ დორტმუნდის „ბორუსიას“ (2314 ქულა) და ბრემენის „ვერდერს“ (2285 ქულა).

„აუგსბურგთან“ მატჩში იუპ ჰაინკესმა, იოშუა კიმიხმა და რობერტ ლევანდოვსკიმ ასევე საკუთარი პერსონალური მიღწევები დააფიქსირეს.

ჰაინკესმა „აუგსბურგთან“ მატჩში თავისი 500-ე გამარჯვება იზეიმა ბუნდესლიგის ფარგლებში: 174-ჯერ ფეხბურთელის რანგში, ხოლო მწვრთნელის რანგში 326-ე გამარჯვება აღნიშნა. ჯერ არავის არ მიუღწევია ამ მაჩვენებლისათვის. ამ მიღწეული შედეგისათვის მწვრთნელს 1016 მატჩი დაჭირდა. ბუნდესლიგის მთელს ისტორიაში მას ოტო რეჰეგალი მოსდევს (457) და ფელიქს მაგატი (391). თვითონ მწვრთნელი ძალიან გაოცდა ამ ციფრებით. „არასოდეს გავტაცებულვარ ციფრებით და სტატისტიკით. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. ეს მეტად სოლიდური ციფრია. ამას გავითვალისწინებ, რაც ასევე კარგია“.

ჰაინკესმა ამავე დროს ასევე ერთი პირადი რეკორდიც დაამყარა: ბუნდესლიგის ბოლო 30 მატჩი მის გუნდს მარცხი არ უგემია (26 გამარჯვება, 4 ფრე). ბუნდესლიგის მთელს ისტორიაში ამ მაჩვენებლით იუპ ჰაინკესს მხოლოდ იურგენ კლოპი (31 მატჩი) და ერნსტ ჰაპელი (36 მატჩი) უსწრებენ.

თავის 62-ე ბუნდესლიგის თამაშში კიმიხმა 50-ე გამარჯვება იზეიმა. არავის აქამდე ასე სწრაფად არ მიუღწევია ამ ნიშნულისათვის. საუკეთესო მაჩვენებლები აქამდე 2 ფეხბურთელს ეკუთვნოდა: ანდრეას ოტლს და სვენ ბენდერს, რომელსაც 71 თამაში დაჭირდა, რომ თავისი 50-ე გამარჯვება ეზეიმა.

ლევანდოვსკიმ 6-ედ ზედიზედ ბუნდესლიგის საშინაო მატჩში გაიტანა. აქამდე ეს მხოლოდ გერდ მიულერს აქვს მიღწეული (1972/73). თუ შემდეგ საშინაო მატჩში „განოვერის“ წინააღმდეგ (2 დეკემბერი) პოლონელი კვლავ გაიტანს, მაშინ ის დიდ გერმანელსაც ჩამოიტოვებს ამ მაჩვენებლით და ერთადერთი რეკორდული სერიის მფლობელი გახდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.