» » ბავარიასა და ჰოფენჰაიმს შორის სანდრო ვაგნერზე მოლაპარაკებები შედგა

ბავარიასა და ჰოფენჰაიმს შორის სანდრო ვაგნერზე მოლაპარაკებები შედგა

20-ნოე-2017, 17:10
0317
“ჰოფენჰაიმის“ ხელმძღვანელობა მზადაა „ბავარიასთან“ მოლაპარაკებები აწარმოოს გერმანელი თავდამსხმელი სანდრო ვაგნერის მიუნხენში გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ჰოფენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ „ბავარიასთან“ მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ ამ საკითხში ბევრი რამ დამოკიდებულია ფეხბურთელის სატრანსფერო კომპენსაციაზე.
სახალხოდ რატომ განვუცხადე ვაგნერს „ბავარიის“ ინტერესის შესახებ? იმიტომ, რომ ჭეშმარიტებისა და რეალობის მომხრე ვარ. მაგრამ ჩვენ ამის აუცილებლობა არ გვაქვს, რომ ვაგნერი ტრანსფერზე დავაყენოთ“, - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal.

„ბავარიის“ სპორტულმა დირექტორმა ხასან სალიხამიჯიჩმა თავის მხრივაც დაადასტურა კლუბის ინტერესი სანდრო ვაგნერის მიმართ. გერმანული გრანდი თავდამსხმელის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

„კი, ჩვენ შევხვდით „ჰოფენჰაიმის“ პრეზიდენტს და ამის შესახებ დავილაპარაკეთ. საკითხი დამოკიდებულია ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე. ჩვენ სრულიად მშვიდად ვართ და ზეწოლას არ განვიცდით. „ბავარიას“ დრო საკმაოდ აქვს“, - იძახის ბრაზო.

ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემები ერთმანეთისაგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან სანდრო ვაგნერის სატრანფერო ღირებულების შესახებ.

KICKER-ის ცნობით "ჰოფენჰაიმი" თავდმსხმელში 15-დან 18 მილიონამდე ითხოვს.
ხოლო თუ BILD-ს დავუჯერებთ, სანდრო ვაგნერის ტრანსფერი "ბავარიას" 10-დან 15 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..