» » "ლივერპული" - "ბავარია" ლეგენდების თამაში

"ლივერპული" - "ბავარია" ლეგენდების თამაში

20-ნოე-2017, 17:38
0374
“ბავარია“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ! ამ ორმა კლუბმა ევროპული თასი 5-ჯერ მოიგო და მათ შორის 45 ლიგის ტიტული დაუგროვდა. 16 წელია გულშემატკივარს ევროსარბიელზე ამ კლუბებს შორის დაპირისპირება არ უნახია. მაგრამ ახლა უკვე მათ ამის საშუელება მიეცემათ. 2 ისტორიულ კლუბს შორის 2018 წლის 24 მარტს შეხვედრის ჩატარება უკვე დაგეგმილია, „ბავარიის“ ლეგენდები, „ლივერპულის“ ლეგენდებს ენფილდზე დაუპირისპირდებიან.

„ეს განსაკუთრებული გამოცდილებაა ყველასთვის, ვისაც ენფილდის ფონზე უთამაშია და ახლა ჩვენს გულშემატკივრებს შანსი აქვთ იხილონ, თუ როგორ თამაშობენ მათი ყოფილი კუმირები“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„ბავარია“ შემადგენლობაში ყოფილ 2 მცველს (ლიზარაზუ და დემიჩელისი) ჩართავს, ასევე ჯოვანე ელბერს, ოუენ ჰარგრივზს და ლუკა ტონის. ლივერპულის გუნდი კი იან რაშის მეთაურობით, ცნობილ სახელებს მოიწვევს, როგორებიც არიან რობი ფაულერი, სტივენ ჯერარდი, ჯეიმი კარაგერი, ლუის გარსია და ვლადიმირ შმიცერი.

ხაბი ალონსო ორივე გუნდიდან იქნება წარმოდგენილი.

„ბავარია“ და „ლივერპული“ მატჩიდან შემოსულ თანხას საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხავს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..