» » ზიულე: "მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ"

ზიულე: "მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ"

21-11-2017, 03:03 dachi8 სიახლეები 0

ზიულე:
კარგი პოზიციური თამაში - კარგი მცველის ერთ-ერთი ძირითადი უნარია. ერთდროულად საჭიროა როგორც მეტოქის მოძრაობების თვალის დევნება, ასევე ბურთისაც და გადაცემების მიმართულების განსაზღვრა. ამიტომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა, შაბათს ნიკლას ზიულეს რა პოზიციაც ეკავა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის სხვის საჯარიმოში იმყოფებოდა.

საჯარიმოდან ჩაწოდების შემდეგ, არტურო ვიდალთან ბურთი, ნიკლას ზიულეს ფეხიდან ასხლეტის შედეგად მივიდა, ჩილელმა კი არ დააყოვნა და ანგარიში 1:0 გახადა. ამგვარად, ზიულემ თავის ანგარიშზე „ბავარიის“ მაისურით პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ დაუტოვებია კარგი შთაბეჭდილება ზიულეს. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში „ჰოფენჰაიმიდან“ მიუნხენში გადმობარგდა, დაცვაში შეუცდომლად მოქმედებდა. „აუგსბურგთან“ მატჩში მან 66 გადაცემა შეასრულა - და 66-ვე ზუსტი აღმოჩნდა! „მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ, ბევრ სათამაშო დროს ვიღებ. ვცდილობ ეს ნდობა გავამართლო“, - იძახის მცველი.


ჰუმელსი და ბოატენგი როგორც მისაბაძი მაგალითი

„აუგსბურგთან“ მატჩი ნიკლას ზიულესთვის „ბავარიის“ მაისურით მე-14 აღმოჩნდა და რიგით მე-10, რომელიც 90-ვე წუთი ითამაშა. „არავის არ ჯეროდა რომ ამდენ მატჩს ჩავატარებდი, მაგრამ მე მჯეროდა საკუთარი თავის“. ზიულე მადლობელია იუპ ჰაინკესისა და განსაკუთრებით თავისი თანაგუნდელების მათს ჰუმელსისა და ჟერომ ბოატენგის: „მათთან ერთად ყოველ დღე ვვარჯიშობ და მათ თითოეულ მოქმედებას ვადევნებ თვალყურს. ისინი ყოველთვის მეტად პროფესიონალურად მოქმედებენ. მათ შორის ვარჯიშებზეც, დიეტაშიც და ყველაფერ ამდაგვარში. მათგან ბევრი რამ მაქვს სასწავლი“.

ჩემპიონთა ლიგაზეც ზიულემ თავისი პირველი მატჩები ჩაატარა. 4 მატჩიდან 3 მატჩში მან მთელი 90 წუთი ითამაშა. ამასთან, ეს მისთვის სრულიად ახალი გამოცდილება გახლდათ - ზიულეს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე „ბავარიის“ რიგებში შედგა. „ეს ჩემპიონთა ლიგაა. თითოეულს სურს ასეთ მატჩებში თამაში და მინდორზე ამ ჰიმნის მოსმენა“.

„სელტიკის“ გულშემატკივარი

„ანდერლეხტთან“ მატჩში, რომელმაც ჯერ ვერც ერთი ქულა ვერ დააგროვა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ზიულეს სურს „ბავარიასთან“ ერთად მორიგე გამარჯვება იზეიმოს. „კარგია, რომ ჩვენ უკვე ფლეი-ოფებში გარანტირებული გასვლა მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვსურს“. „ბავარიელი“ იმედოვნებს, რომ ჯგუფში პირველადგილოსანი „პსჟ“ „სელტიკთან“ მარცხს იგემებს. „ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არსებობს. იმედი გვექნება, რომ „სელტიკი“ შეძლებს „პსჟ“-ს გაბრაზებას“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.