» » Bild: მათეუსი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

Bild: მათეუსი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

21-11-2017, 11:57 -ss- სიახლეები 0

Bild: მათეუსი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანი ბავარიელი აღნიშნავს, რომ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა, იუპ ჰაინკესზე უკეთეს სპეციალისტს ვერ მოძებნის და ხსენებულ მწვრთნელთან კიდევ ერთი წლით საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება, საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს.

"მოცემულ მომენტში, არ არსებობს სპეციალისტი, რომელიც იუპ ჰაინკესზე ძლიერი იქნება. თუკი "ბავარიაში" ფიქრობენ, რომ ჰაინკესის მუშაობა, კიდევ ერთი წლით, კლუბის ინტერესებშია მაშინ დროა, რომ მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ. იუპის კლუბში დარჩენა, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. მან გუნდს დაუბრუნა ყველაფერი ის, რაც აკლდა. ახლა ფეხბურთელები ერთმანეთს პატივს სცემენ, ისევე როგორც მოწინააღმდეგეს და მუშაობენ თავდაუზოგავად. გარდა ამისა მაქვს განცდა, რომ ფეხბურთელები, ჰაინკესთან მუშაობით, სიამოვნებას იღებენ. ასე, რომ პირადად მე "ბაიერნისათვის" იუპზე უკეთეს მწვრთნელს, ვერ ვხედავ"-განაცხადა მათეუსმა.

გერმანული გრანდის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მათიას ზამერმა კი, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა, კარლო ანჩელოტის პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო. Frankfurter Allgemeinen Sonntagszeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, ხსენებულმა სპეციალისტმა შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"კარლო ანჩელოტის პერიოდში, "ბაიერნის" ხელმძღვანელობაში ერთგვარი ვაკუმი სუფევდა. მიუნხენელებს სპორტული დირექტორის არყოფნა ეტყობოდათ. როდესაც ამ პოზიციაზე არ არსებობს შესაბიმისი კადრი და მთავარ მწვრთნელს ეძლევა ის ფუნქციები, რაც როგორც წესი მის კომპეტენციაში არ შედის, ეს რა თქმა უნდა, დესტაბილიზაციის გამომწვევია"-ციტირებს ზემოხსენებული გამოცემა, მათიას ზამერის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.