» » ბავარია ანდერლეხტთან გამარჯვებაზეა ორიენტირებული

ბავარია ანდერლეხტთან გამარჯვებაზეა ორიენტირებული

22-11-2017, 01:28 dachi8 სიახლეები 0

ბავარია ანდერლეხტთან გამარჯვებაზეა ორიენტირებული
ოთხშაბათს „ბავარია“ ამ წლის ბოლო გასვლით თამაშს ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ოთხშაბათს საღამოს მიუნხენელები ბელგიურ „ანდერლეხტს“ შეხვდებიან (23:45სთ). იუპ ჰაინკესის გუნდი მატჩს მშვიდად ხვდება, რადგან 1/8 ფინალში გასვლა მე-2 ადგილიდან უკვე გარანტირებული აქვთ.

„საქმე მნიშვნელოვან ქულებს ეხება უეფას საკლუბო ცხრილისთვის. ამიტომ აუცილებლად მოგება გვსურს“, - საუბრობს კლუბის ამბიციებზე კარლ-ჰაინც რუმენიგე და დასძენს, რომ გუნდი ზედიზედ 8 მოგების შემდეგ ამ რიტმიდან არ უნდა ამოვარდეს. „ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და ამიტომ ის განსაკუთრებულია“, - ხაზი გაუსვა მატჩის მნიშვნელობას იუპ ჰაინკესმა „კონსტანტ ვანდენ სტოკ“-ზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


ფიზიკურად ძლიერი მეტოქე

ამის გარდა, ამ მატჩის მოგების შემთხვევაში „ბავარიას“ ჯერ კიდევ ექნება ცოტაოდენი შანსი, რომ ჯგუფში 1-ლი ადგილიდან გავიდეს. ჯგუფური ეტაპის დამამთავრებელ ეტაპზე მიუნხენელები სახლში კვარტეტის ლიდერს „პარი-სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. ფრანგები კი სახლში „სელტიკს“ შეხვდებიან. „პარიზელები მეტად სტაბილურები არიან, მათ თავიანთი ქულები უკვე აიღეს გლაზგოში. ჩვენ ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და მომავალშიც კარგი თამაში გვსურს“, - იძახის რუმენიგე.

ამიტომ „ბავარიელები“ მხოლოდ მოახლოებულ მეტოქეზე ფიქრობენ. „არ შეიძლება მეტოქის ვერ შეფასება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. მასპინძლების თამაში გავაანალიზე „ბრუგესთან“ და მე ის მომეწონა. არა მარტო სათამაშო ეპიზოდებში, არამედ ორთაბრძოლებშიც, ფიზიკაშიც ძალიან ძლიერები იყვნენ. ახალმა მწვრთნელმა დაცვაში სტაბილურობა შემოიტანა. ეს მატჩი ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის გასეირნება“, - ფრთხილად გამოთქვა სათქმელი მწვრთნელმა „ანდერლეხტთან“ მატჩის წინ, რომელსაც „ბ“ ჯგუფში 0 ქულა აქვს დაგროვილი.


ბოატენგი მწყობრშია, კომანი კითხვის ნიშნის ქვეშაა

გამოცდილი მწვრთნელი მაინც გეგმავს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას „აუგსბურგთან“ მატჩთან შედარებით. „ჟერომ ბოატენგი მწყობრშია, ის პირველივე წუთებიდან გამოვა. სებასტიან რუდი და კორენტენ ტოლისო ასევე ძირითადში იქნებიან, - ხსნის კარტებს მწვრთნელი. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება კინგსლი კომანის მოედანზე გამოსვლა - ის ბოლო დღეებში მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა და თავს მატჩისწინა ვარჯიშზე გამოცდის. თუ ყველაფერი მწყობრში იქნება, მაშინ ისიც ძირითადში გამოვა“. ჯამში ფრანგმა მატჩისწინა ვარჯიში დროზე ადრე დაასრულა.

ძალიან დააკლდება იუპ ჰაინკესს ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში მყოფი მანუელ ნოიერი, ფრანკ რიბერი, თომას მიულერი, დავიდ ალაბა და რაფინია, რომლებიც გუნდთან ერთად არ გაფრენილან ბელგიაში. თუმცა ეს იმის მიზეზი არაა რომ ოპტიმიზმი დაკარგონ: „ჩვენ ხვალინდელი თამაშის მოგება გვსურს და ჩვენი მოგებათა სერიის გაგრძელება“.

„ბავარია“ სერიოზული განწყობითაა, 2017 წლის ბოლო, ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩის მიმართ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.