» » კომენტარები: ანდერლეხტი 1 - 2 ბაიერნი

კომენტარები: ანდერლეხტი 1 - 2 ბაიერნი

23-11-2017, 04:26 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ანდერლეხტი 1 - 2 ბაიერნი
რეალურად არავინ არ ჩქარობდა „ანდერლეხტთან“ გამარჯვების აღნიშვნას ფინალური სასტვენის შემდეგ, თუმცა ტაბლოზე ანგარიში 2:1 (0:0) აჩვენებდა მიუნხენელების სასარგებლოდ. „ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო ბოლო დროის განმავლობაში, - განაცხადა ჟერომ ბოატენგმა მატჩის შემდგომ. ჰაინკესი თვლის: „თუმცა ჩვენ 2:1 მოვიგეთ, მაგრამ ეს მატჩი არ ყოფილა საამაყო“.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „გუნდს ვერ იცნობდი 1-ელ ტაიმში. ძალიან დიდი გარღვევები გვქონდა ხაზებს შორის, ძალიან ბევრჯერ ბურთს ვკარგავდით, თავდაუჯერებლად ვაკეთებდით გადაცემებს. ამას დამატებული მეტოქეს 3 თუ 4 აშკარა საგოლე შანსის შექმნის საშუალება მივეცით ჩვენს კართან. ბევრი რამ გვაკლდა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესვენებაზე მათ მოვახსენე. თამაშის პირველ ნახევარში დადებითი მხოლოდ ნულოვანი ანგარიში გახლდათ. კომპლიმენტი ჩემს მეტოქესაც უნდა ვუთხრა, „ანდერლეხტი“ თავის ახალ მწვრთნელთან ერთად სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა. მეტი სურვილი და მოძრაობა იყო. თუმცა ჩვენც, ალბათ მეტად დაუდევრად დავიწყეთ თამაში. ასე თამაში არ შეიძლება და ამას ჩვენ ვხედავდით მთელი მატჩის განმავლობაში. ჩვენ კი მოვიგეთ 2:1 ანგარიშით, მაგრამ ეს თამაში საამაყო არ ყოფილა“.

ჟერომ ბოატენგი: „დღეს ყველამ ცუდად ითამაშა. არასაკმარისი კონცენტრაცია გვქონდა, მეტად ხშირი ბურთის დაკარგვა, აგრესია გვაკლდა, მოედანზე კი ერთმანეთისაგან მეტად დაშორებით ვიყავით განლაგებულნი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია სვენ ულრაიხს მადლობა გადავუხადოთ, იმისათვის, რომ შესვენებამდე გოლები არ გავუშვით. მეორე ნახევარში რაღაც დროის მონაკვეთით ყველაფერი დალაგდა, მაგრამ შემდეგ ისევ აირია. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ ამგვარი თამაშით, ჩვენ მეტის შესაძლებლობა გვაქვს. ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო ბოლო დროის განმავლობაში“.

სვენ ულრაიხი: „ჩვენ თამაშში კარგად ვერ შევედით, ამასთან ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მეტოქეს მეტად დიდ თავისუფალ სივრცეს ვაძლევდით და ხშირად ვკარგავდით ბურთს უბრალო სიტუაციებში. ჯამში ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შევძელით 3 ქულის აღება. პსჟ-ს წინააღმდეგ ჩვენ სრულიად განსხვავებული თამაში უნდა ვაჩვენოთ. ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ ამგვარი თამაშის შემდეგ“.

რობერტ ლევანდოვსკი: „იდეალური თამაში არ ყოფილა ჩვენი შესრულებით. მაგრამ მთავარია, რომ 3 ქულა ავიღეთ. 1-ელ ტაიმში ჩვენ მეტად პასიურები ვიყავით შეტევაში. „ანდერლეხტს“ პირველ ნახევარში 3 გოლის გატანა შეეძლო, მე-2 ტაიმშიც ჩვენი მხრიდან ყველაფერი დალაგებული არ ყოფილა. ბოლომდე უნდა გვებრძოლა. „ბავარიის“ დონისთვის, სუსტი თამაში ვაჩვენეთ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.