» » ტიაგომ სერიოზული ტრავმა მიიღო

ტიაგომ სერიოზული ტრავმა მიიღო

23-ნოე-2017, 04:51
0377
"ბავარიის" ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა რეკორდმაისტერის რიგებს დიდი ხნით გამოაკლდება.


"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის თქმით ესპანელი ნაკრებიდან ტრავმიანი დაბრუნდა და დიდი ვარაუდით მან ზედა ბარძაყის კუნთის მძიმე დაზიანება მიიღო. ტიაგო ალკანტარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ანდერლეხტთან" გამართული მატჩის 44-ე წუთზე იქნა გაყვანილი მოედნიდან.

როგორც გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Sky იუწყება, რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა განაცხადა, რომ ტიაგო ალკანტარა რამოდენიმე თვეს გამოტოვებს.

ჰოლანდიელი ვინგერი - არიენ რობენიც იძულებით შეცვლას დაექვემდებარა "ანდერლეხტთან" მატჩის 48-ე წუთზე,
მის შემთხვევაში ჰაინკესი უფრო მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი: "ვფიქროვ, რომ დაზიანება არასერიოზულია. არიენს კუნთის მცირე პრობლემები აქვს", განაცხადა 72 წლის სპეციალისტმა.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..