» » ფრიდლი: "ამას არასოდეს დავივიწყებ"

ფრიდლი: "ამას არასოდეს დავივიწყებ"

23-ნოე-2017, 23:44
0304
“ბავარიელთა“ უმეტესობა შეეცდება სწრაფად დაივიწყოს „ანდერლეხტთან“ მატჩი, იმის მიუხედავად, რომ 2:1 ანგარიშით მოიგეს. მაგრამ არა მარკო ფრიდლი. ახალგაზრდა ავსტრიელი ფეხბურთელისთვის ეს არა მხოლოდ პირველი მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ საერთოდ პირველი, პროფესიონალურ დონეზე. „არაჩვეულებრივი იყო გუნდთან ერთად მოედანზე გასვლა და ჰიმნის მოსმენა. არასოდეს არ დავივიწყებ ამას“, - იძახის 19 წლის ბავარიელი.

„ჰიმნის დროს ტანზე ჭიანჭველებმა დამიარეს“, - ყვება განაპირა მცველი. „მატჩის წინა ვარჯიშის დროს მწვრთნელმა შემეკითხა თუ ვიყავი მზად მოედანზე გამოსასვლელად, - „ყოველგვარი ეჭვის გარეშე“, - დამაჯერებლად ვუპასუხე მას.

„მატჩის დაწყებამდე გონებაში მხოლოდ მოახლოებული მატჩი მქონდა“, - იძახის ფრიდლი. თანაგუნდელებმა ფინალური სასტვენის შემდეგ ავსტრიელი განაპირა მცველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. „ვთვლი, რომ მან კარგი მატჩი ჩაატარა. ბევრი ორთაბრძოლა მოიგო“, - აღნიშნა სებასტიან რუდიმ. „ის აგრესიული იყო და ძალიან კარგად მოქმედებდა დაცვაში. მე მომეწონა მისი თამაში“, - განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.

თვითონ ფრიდლიც თავისი თამაშით კმაყოფილი დარჩა. „საერთო ჯამში მე კმაყოფილი ვარ. მწვრთნელებმა მითხრეს, რომ მატჩი კარგად ჩავატარე“, ამგვარად, ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისი პროფესიონალური კარიერა მოგებით დაიწყო. ლევანდოვსკი დარწმუნებულია, რომ ფრიდლს ნათელი მომავალი ელის: „ის მზადაა, შემადგენლობაში ადგილზე იბრძოლოს“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..