» » ლოთარ მათეუსი: „ჯეიმს როდრიგესი თანამედროვე 10-იანის განსახიერებაა“

ლოთარ მათეუსი: „ჯეიმს როდრიგესი თანამედროვე 10-იანის განსახიერებაა“

24-11-2017, 05:32 dachi8 სიახლეები 0

ლოთარ მათეუსი: „ჯეიმს როდრიგესი თანამედროვე 10-იანის განსახიერებაა“
ბუნდესლიგის ლეგენდა და „ბავარიის“ გმირი ლოთარ მათეუსი თვლის, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია, როდესაც გულშემატკივრები ხამესში უკეთესობას დაინახავენ.

„ხამესს ჯერ არ მიიუღწევია თავისი პოტენციალისათვის „ბავარიაში“, - კომენტარს აკეთებს მათეუსი, „ის უკვე სწორ გზაზეა და თუ ასე გააგრძელებს, გვაჩვენებს თუ სინამდვილეში რა შეუძლია“.

„ხამესი ჯერ ლიდერი არაა „ბავარიის“, რომელიც შეუძლია რომ გახდეს. ეს ლოგიკურია, მაგრამ მას მაინც მოუწევს ბუნდესლიგას, ბავარიას, გერმანიასა და ახალ კულტურას შეეგუოს. ხამესთან მიმართებაში მოთმინება უნდა გამოიჩინონ. მას უამრავი თვისება აქვს, მაგრამ დრო ჭირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ მას არ ჰქონდა რიტმი აკრეფილი მადრიდის „რეალში“. უნდა მოვიცადოთ და დრო მივცეთ“

„კარგია, რომ მან უკვე გვაჩვენა რამოდენიმე კარგი თამაში, შალკესთან და ლაიფციგთან და მალე ეს მისი სტანდარტი გახდება. ვფიქრობ ახლო მომავალში მისი შესრულებით ასეთ დონეს ყოველ კვირას ვიხილავთ“.

თანამედროვე №10

თამაშობდა რა თვითონ 10-იანის პოზიციაზე, მათეუსმა იცის, თუ რა მოითხოვება კრეატიული შეტევისა და ნახევარდაცვის დამაკავშირებლისაგან. ხამესი ახლა იმავე პოზიციას იკავებს იუპ ჰაინკესის „ბაიერნში“ და მათეუსის აზრით, კოლუმბიელი თანამედროვე შემტევი ნახევარმცველის შესანიშნავი მაგალითია".

„ხამესი თანამედროვე 10-იანის განსახიერებაა, რომელიც უტევს და ამავე დროს იცავს კიდეც, რომელიც ანაწილებს და თამაშს აკონტროლებს, გოლებს იტანს და საგოლე პასებს იძლევა, ნახევარდაცვას განაგებს და უნარი შესწევს თამაში თავის მხრებზე აიღოს ნებისმიერ დროს“.

„როდესაც ხამესი თავის რითმს იპოვის, ის მეტად მნიშვნელოვანი იქნება „ბავარიისთვისა“ და კოლუბიური გუნდისთვის. მსოფლიო ფეხბურთში 10-იანის პოზიცია არსებითად შეიცვალა. ხამესს ყველა თვისება აქვს, რომელიც ახალ N10-ს ასახიერებს“ - განაცხადა მათეუსმა.


1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.