» » Sport1: ჰელმერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

Sport1: ჰელმერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

24-11-2017, 11:27 -ss- სიახლეები 0

Sport1: ჰელმერი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი თომას ჰელმერი, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს. ვეტერანი ბავარიელის განცხადებით, თუკი უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ჰაინკესს თხოვნით მიმართავს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, მიუნხენური კლუბის რიგები არ დატოვოს, მაშინ იუპს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

" რა თქმა უნდა, თუკი "ბაიერნის" ფეხბურთელები ჰაინკესს მიმართავენ თხოვნით რომ დარჩეს, ეს იუპისათვის ძალზედ რთული სიტუაცია იქნება. არ ვიცი რამდენად შეუძლია მას, მსგავს სიტუაციაში უარყოფითი პასუხის გაცემა. პირადად მე, მუშაობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას, დავთანხმდებოდი."-აღნიშნა ჰელმერმა.

გერმანული გრანდის რიგებში, იუპ ჰაინკესის მუშაობის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ. საინფორმაციო გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მან შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლებამ, ცოტათი გამაკვირვა. მე მასთან ერთად ბუნდესლიგის მოგება შევძელი. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავის პირველ სეზონს ატარებდა "ბაიერნში" და ჯერ კიდევ ეცნობოდა გერმანულ ფეხბურთს, ისევე როგორც მიუნხენური კლუბის სათამაშო ფილოსოფიას. ხოლო რატომ ჰქონდა მას, მიმდინარე სეზონში ასეთი ცუდი სტარტი, ამის შესახებ საუბარი არ მსურს. ფაქტია ერთია, იუპ ჰაინკესის დაბრუნება, "ბავარიაზე" დადებითად აისახა."

"იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ ნაჩვენები თამაში, ძალზედ მოკლე დროში, კარდინალურად შეიცვალა. კლუბში არსებული ატმოსფეროს ცვლილება შესამჩნევია. ეს ფეხბურთელებს სახეზეც კი ეტყობათ. მათში ერთიანობა სუფევს"-ციტირებს ჩაბი ალონსოს სიტყვებს გამოცემა Sport Bild.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.