» » პელაესი: "ხამესს რეალში დაბრუნების სურვილი არ აქვს"

პელაესი: "ხამესს რეალში დაბრუნების სურვილი არ აქვს"

24-ნოე-2017, 15:26
0350
მადრიდის „რეალისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველს ხამეს როდრიგესს, რომელიც არენდით „ბავარიის“ ფერებს იცავს, არ სურს მადრიდულ კლუბში დაბრუნება, ამის შესახებ კოლუმბიელმა მომღერალმა პიპე პელაესმა განაცხადა, რომელიც როდრიგესის მეგობრად გვევლინება.

„ბოლოს, როდესაც ხამესს „რეალზე“ კითხვა დავუსვი, მან მიპასუხა, რომ არ სურს იქ დაბრუნება. ამის შემდეგ მისთვის ამის შესახებ აღარ მიკითხია, მხოლოდ დავინტერესდი, თუ როგორ განვითარდებოდა მაშინ მოვლენები და ხამესმა მიპასუხა, რომ არ იცის და მხოლოდ იმაზე შეუძლია ლაპარაკი, რომ „რეალში“ დაბრუნების სურვილი არ გააჩნია“, - ციტირებს პელაესის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ მიუნხელებმა ხამეს როდრიგესი არენდის წესით ამა წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიმატეს, კოლუმბიელის 2 წლიანი არენდა „ბავარიას“ 13 მილიონი ევრო დაუჯდებ, რომელსაც რეალს გადაუხდიან 2 სეზონის ჯამში. ხოლო, 2019 წელს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა 42 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..