» » ლევანდოვსკი: "ალიანც არენაზე" შეუძლებელი არაფერია

ლევანდოვსკი: "ალიანც არენაზე" შეუძლებელი არაფერია

24-11-2017, 15:48 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ლევანდოვსკი:
"რეკორდმაისტერის" პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართ მატჩს გამოეხმაურა. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, 29 წლის შემტევი აცხადებს, რომ კლუბი მზადაა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძოლოს და "ალიანც არენაზე" გასამართ დაპირისპირებაში, მეტოქე გუნდი საჭირო ანგარიშით დაამარცხოს.

"როდესაც არსებობს შანსი, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავო, აუცილებელია იბრძოლო. რა თქმა უნდა, ამისათვის ანგარიშით 4-0 უნდა გავიმარჯვოთ, რაც ძალიან რთულია, მაგრამ მიუნხენში, "ალიანც არენაზე" შეუძლებელი არაფერია. სანამ არსებობს შანსი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვეძლება"-აცხადებს ლევანდოვსკი.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 12 ქულით B ჯგუფის მე-2 ადგილს იკავებს და პირველადგილოსან პარიზულ გრანდს, სამქულიანი სხვაობით ჩამორჩება. ზემოხსენებულ გუნდებს შორის, საფრანგეთის დედაქალაქში გამართული დაპირისპირება, "პარი სენ-ჟერმენის" გამარჯვებით ანგარიშით 3-0 დასრულდა. მიუნხენში "ალიანც არენაზე" გასამართი მატჩი კი 5 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზეა ჩანიშნული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.