» » მიონხენგლადბახში იოლი მატჩი არ იქნება

მიონხენგლადბახში იოლი მატჩი არ იქნება

25-11-2017, 00:07 dachi8 სიახლეები 0

მიონხენგლადბახში იოლი მატჩი არ იქნება
შაბათს (21:30სთ.), როდესაც იუპ ჰაინკესი თავის გუნდთან ერთად „ბორუსია-პარკის“ მოედანზე გავა, მოგონებები თავისით მოაწვებიან. ზუსტად ამ სტადიონზე 2013 წლის 18 მაისს მან 4:3 ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა, შემდეგ კი წარმოუდგენლად ემოციური პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ბუნდესლიგას დაემშვიდობა. მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ 2 კვირის შემდეგ ის ფეხბურთის ისტორიაში შევიდოდა, როგორც მწვრთნელი, ვინც ტრებლი გაიფორმა! და აი 1651 დღის შემდეგ, ჰაინკესი უკან დაბრუნდა!

„ძალიან ემოციური მომენტი გადავიტანე, ბუნებრივია ეს ხომ ჩემი კარიერა სრულდებოდა. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ მიონხენგლადბახში, აქ ყოველთვის ნოსტალგია მიპყრობს, მაგრამ თავს ყოველთვის პროფესიონალურად ვიჭერ“, - მოყვა ჰაინკესმა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე. ბოლო 2 დღე მწვრთნელი წარსულში დაბრუნდა. გუნდი კლუბ „გრიუნ-ვაის ჰოლტ“-ის სტადიონზე ვარჯიშობდა, სადაც 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში ერთ დროს თავის გამოცდილებას აგროვებდა.

მიონხენგლადბახის „ბორუსია“ - „ბავარიის“ წინააღმდეგ - ეს არა მხოლოდ წარსულში მოგზაურობაა ჰაინკესისათვის, არამედ კლასიკური დაპირისპირების ეპიზოდიც. „ამ კლუბებს შორის ბევრი საინტერესო დაპირისპირება შედგა მთელი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ნამდვილად ადვილი ამოცანა არ გველოდება, მაგრამ ჩვენ აქ ჩვენს ძალებში თავდაჯერებულები ჩამოვედით. გვსურს აუცილებლად გავიმარჯვოთ“, - ზახი გაუსვა ნათქვამს 72 წლის მწვრთნელმა.


მოახლოებული ამოცანა უფრო გაართულა არიენ რობენისა და ტიაგოს ტრავმებმა. „არვიცი, ვინ იქნება მზად შაბათს თამაშისთვის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ თავი მაღლა უნდა ავწიოთ და ვიბრძოლოთ“, - იძახის რობერტ ლევანდოვსკი.

როგორც ჰაინკესმა განაცხადა შაბათს მოედანზე ნამდვილად გამოვლენ ხამესი, ხავი მარტინესი და კორენტენ ტოლისო.



კომანი დაბრუნებასთან ახლოსაა

სამაგიეროდ კარგი ამბებია კინგსლი კომანთან დაკავშირებით. „ხუთშაბათს მან სრული ვარჯიში ჩაატარა გუნთან ერთად. კინგსლიმ გვაჩვენა რომ პრობლემას აღარ განიცდის“, - აცხადებს ჰაინკესი. თომას მიულერი და ფრანკ რიბერი ამავე დროს განაგრძობენ აღდგენით ვარჯიშებს საკუთარ ზაბენერშტრასეზე.

„ბორუსიის“ რიგებში ასევე სულმოუთმენლად ელოდებიან მატჩს. „ჩვენ გვაქვს სურვილი და კლასი იმის რომ გავიმარჯვოთ. თუ კარგ დღეს ჩავატარებთ, მაშინ რეალური შანსები გვექნება წარმატების“, - განაცხადა მიონხენგლადბახის მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა.

მათს ჰუმელსი: „ბორუსიას“ წარმოუდგენლად ძლიერი და მოქნილი შეტევითი ხაზი ყავს. გამარჯვებისათვის საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ“.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.