» » Goal: ჰიონესი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

Goal: ჰიონესი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

25-ნოე-2017, 11:46
0343
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, გამორიცხული არ არის ჰაინკესმა მიუნხენურ კლუბში მუშაობა, მომავალ საფეხბურთო სეზონშიც განაგრძოს.

"მე ვფიქრობ რომ ეს შესაძლებელია, დიახ. უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პარი სენ-ჟერმენთან" განცდილმა მარცხმა, კლუბი აიძულა გამოფხიზლებულიყო. იმ საღამოს ჩვენ ახალი კურსი ავირჩიეთ, რომელსაც უკანასკნელი ექვსი კვირაა მივყვებით. მას შემდეგ "ბაიერნმა" ცხრა დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და ყველა მათგანში იმარჯვა. იუპ ჰაინკესის თაოსნობით, კლუბში არსებული განწყობა კარდინალურად შეიცვალა"-ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, კარლო ანჩელოტის გათავისუფლება მოხდა, "რეკორდმაისტერს" იუპ ჰაინკესი წვრთნის. 72 წლის სპეციალისტი, მიუნხენურ კლუბში მუშაობას, მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლომდე გეგმავს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..