» » მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 2-1 "ბაიერნი"- კომენტარები

მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 2-1 "ბაიერნი"- კომენტარები

26-11-2017, 13:37 -ss- სიახლეები 0

მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 2-1
შაბათს, 25 ნოემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ეგიდით, "რეკორდმაისტერი" მიონხენგლადბახის „ბორუსიას" ეწვია და ანგარიშით 2-1 დამარცხდა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

იუპ ჰაინკესი -"მატჩი წავაგეთ შეხვედრის პირველივე ტაიმში, რადგანაც ვერაფრის დემონსტრირება ვერ შევძელით. ჩვენ ძალზედ ნელა ვმოქმედებდით, არ ვცდილობდით სიჩქარის მომატებას, რის შედეგადაც სწორი სათამაშო რითმის პოვნა ვერ მოხერხდა. მეორე ტაიმში, მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელით. დაცვაში "ბორუსიას" ფეხბურთელები საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებდნენ"

ნიკლას ზულე -"შეხვედრის პირველ ნახევარში, თუ არ ჩავთვლით დანიშნულ თერთმეტმეტრიანს, "გლადბახს" მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა. სულ რაღაც ხუთი წუთის განმავლობაში, ჩვენ ორი გოლი გავუშვით. ერთი პენალტის შედეგად, ხოლო მეორე უეცრად მას შემდეგ რაც საჭირო კონცენტრაცია დავკარგეთ და ჩვენი თამაშის პოვნა ვერ მოვახერხეთ. სხვა დანარჩენ შეხმთხვევაში, ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩის მსვლელობას და დასანანია, რომ წავაგეთ. ყველაფერი ვცადეთ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა"

იან ზომერი ( "გლადბახის" მეკარე ) -"თამაში, ძალიან ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ, რთული იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდით რომ ბევრი საგოლე მომენტები არ გვექნებოდა, მაგრამ ჩვენ არსებულის გამოყენება შევძელით, გარდა რაფაელის პირველი მომენტისა. შეტევაში ძალზედ ეფექტურად ვმოქმედებდით, შემდეგ კი დაცვაში კარგად დავდექით და უპირატესობის შენარჩუნება მოვახერხეთ. მატჩის მსვლელობისას იყო რთული პერიოდებიც, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი გამარჯვება დამსახურებულია. რა თქმა უნდა, გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.