» » ჰაინკესი: "ხამესს შესვენებაზე ანგარიშიც კი არ ახსოვდა"

ჰაინკესი: "ხამესს შესვენებაზე ანგარიშიც კი არ ახსოვდა"

26-11-2017, 15:53 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესი:
“ბავარიის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, გუშინდელ გამართულ მატჩში მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“, თამაშის მე-2 ნახევაში მინდორზე აღარ გამოსულა. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე გაკეთდა.

პირველ ტაიმში „ბავარიის“ მე-11 ნომერი მიონხენგლადბახის მცველს ტონი იანჩკეს შეეჯახა. ორივე ფეხბურთელი მატჩის მე-2 ნახევარში აღარ გამოჩენილა.

იანჩკე, რომელიც თამაშში მე-11 წუთზე შემოვიდა და ტრავმირებული ნახევარმცველი კრისტოფ კრამერი შეცვალა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

„ხამესს დიდი ალბათობით ტვინის შერყევა აქვს. მან ანგარიშიც კი არ იცოდა (0:2) შესვენებაზე. ბერნატს კუნთის დაჭიმვა ჰქონდა და არა კუნთის ტრავმა“, განაცხადა თამაშის შემდეგ „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა.

ამგვარად, „ბავარიის“ ტრავმირებულთა არმიას, კიდევ 2 ბავარიელი შეემატა. თუმცა რამდენად მძიმეა აღნიშნული დაზიანებები ალბათ მალე გაირკვევა.

როგორც ცნობილია, ხუან ბერნატიც და ხამეს როდრიგესიც უახლოესი ვარჯიშებიდან გათავისუფლებულები არიან და ისინი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.