» » ჰიონესმა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა

ჰიონესმა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა

26-11-2017, 17:13 dachi8 სიახლეები 0

ჰიონესმა ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა
“ბავარის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მოყვა, რომ კარლო ანჩელოტის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი, მისი ასისტენტები გახდნენ, რომლებმაც ერთმანეთში საერთო ენა ვერ გამონახეს. იტალიელი სპეციალისტის შტაბში შედიოდნენ: ფიზმომზადების მწვრთნელი ჯოვანე მაური, მისი შვილი ფრანჩესკო, ანჩელოტის ასისტენტი - მისი შვილი დავიდე და ანჩელოტის სიძე ფულკო, დიეტოლოგი.

„ანჩელოტის დამხმარეები არ ჯდებოდნენ ამ კლუბის ფილოსოფიაში. კარლოსთან არ გვქონდა პრობლემები, თუმცა ყოველ დღე, ფიზიოთერაპევტებს, ექიმებსა და ფიზიომომზადების მწვრთნელებს შორის კამათი არ წყდებოდა. არ შეიძლება ასეთ გარემოში მუშაობა. ისინი იმაზეც კი კამათობდნენ, თუ ვინ მოხვდებოდა გუნდის განაცხადში. ახლა, ჰაინკესის მეთაურობის ქვეშ, ყველა თანამშრომელი შესანიშნავად ურთოერთობს ერთმანეთთან. კლუბში სრულიად განსხვავებული განწყობაა“, - განაცხადა ული ჰიონესმა.

დასაფიქრებელია ის გარემოებაც, რომ იტალიელი მწვრთნელის დროს, თავის უკმაყოფილბას საჯაროდ გამოხატავდნენ კლუბის ვეტერანი ფეხბურთელებიც, როგორებიც არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და თომას მიულერია. ხოლო, ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა ისიც კი განაცხადა, რომ კლუბიდან წასვლაზე ფიქრობდა და მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამორიცხავდა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.