» » ანნა ლევანდოვსკა: "ჩვენი ოცნება ლოს-ანჯელესია"

ანნა ლევანდოვსკა: "ჩვენი ოცნება ლოს-ანჯელესია"

27-ნოე-2017, 00:07
0244
რობერტ ლევანდოვსკის მეუღლეს იმედი აქვს, რომ რობერტი თავის პროფესიონალურ კარიერას ლოს-ანჯელესში დაასრულებს.

ანნა ლევანდოვსკამ, რომელიც პოლონეთის ნაკრებისა და „ბავარიის“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის მეუღლედ გვევლინება, აღნიშნა, რომ მისი მეუღლე წინააღმდეგი არ იქნებოდა თავისი კარიერის დასასრულისკენ რომ MLS-ის რომელიმე კლუბში ეთამაშა. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ზუსტად ამერიკაში სურს თავისი კომპანიის ბრენდის Foods by Ann-ის განვითარება, ხოლო ბიზნესთან ერთად, მის 29 წლის მეუღლეს, ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბში შეეძლება ასპარეზობა.

„ჩვენი ოცნებაა ლოს-ანჯელესი. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი ბრენდის განვითრება გვსურს. ვიმედოვნებთ, რომ რობერტი თავის კარიერას ლოს-ენჯელესის კლუბში დაასრულებს. ეს ჩვენი ოცნების ასრულება იქნებოდა".

ამგვარად, ლევანდოვსკას ოცნების მიზეზი არა სპორტული, არამედ ეკონომიკური ხასიათისაა. პოლონელი წყვილი გეგმავს „ძლიერი და სტაბილური ბრენდის შექმნას „ლევანდოვსკები“-ს სახელწოდებით. „რობერტ ლევანდოვსკისა“ და „ანნა ლევანდოვსკა“-ს ბრენდების შემდეგ, ჩვენ გვსურს მე-3, საერთო ბრენდის შექმნა“, - იძახის ანნა.

თუმცა, რამდენად საქმის კურსშია „ბავარია“ ლევანდოვსკების ოცნების შესახებ უცნობია, რადგან პოლონელ ფორვარდს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..