» » რუმენიგემ დაადასტურა - ჰაინკესი სეზონის ბოლოს ბავარიას ტოვებს

რუმენიგემ დაადასტურა - ჰაინკესი სეზონის ბოლოს ბავარიას ტოვებს

28-11-2017, 21:12 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგემ დაადასტურა - ჰაინკესი სეზონის ბოლოს ბავარიას ტოვებს
„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ იუპ ჰაინკესი, როგორც ეს ადრე იქნა გაჟღერებული, 2018 წლის ზაფხულში კლუბს დატოვებს.

რუმენიგე არ ელოდება, რომ იუპ ჰაინკესი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და სეზონის ბოლოს კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება. თუმცა, კარლ-ჰაინცმა აღნიშნა, რომ ჰაინკესი მათ ახალი მწვრთნელის მოძიებაში დაეხმარება.

„იუპმა გააკეთა იმის შესახებ განცხადება, თუ რას აპირებს მომავალში“, - განაცხადა რუმენიგემ. აღნიშნული განცხადება, პატარა გაუგებრობამ გამოიწვია, რომელიც კლუბის პრეზიდენტის ული ჰიონესის სიტყვებს მოჰყვა, ჰიონესმა წლიურ შემაჯამებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია 2018 წლის შემდეგაც გაგრძელდეს იუპ ჰაინკესთან თანამშრომლობა, რასაც 72 წლის მწვრთნელმა პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ მათ „მკაფიო შეთანხმება“ აქვთ და ეს შეთანხმება მხოლოდ სეზონის ბოლომდე პერიოდს ეხება.

რუმენიგემ განაცხადა, რომ 2017 წლის ბოლომდე აღარ უპასუხებს ახალი მწვრთნელის გარშემო დასმულ კითხვებს. „ვფიქრობ რომ იუპი ახალი მწვრთნელის არჩევაში იმონაწილევებს“, - აცნობა პრესას რუმენიგემ
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.