» » ტრადიცია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა

ტრადიცია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა

28-11-2017, 23:08 dachi8 სიახლეები 0

ტრადიცია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა
შაბათს. ჩვენ პატარა იუბილეს მოწმენი გავხდებით: „ჰანოვერსა“ და „ბაიერნს“ შორის გასამართი მატჩი „ალიანც არენაზე“ ბუნდესლიგის ეგიდით 55-ე გახდება. ეს ტრადიცია 1965/66 სეზონში დაიწყო, როდესაც „ბავარიამ“ სტუმრად „ჰანოვერს“ 4:3 მოუგო, ხოლო სახლში „გრიუნვალდერზე“ 3:1 ანგარიშით დაამარცხა. თუმცა, პირველად გუნდები ერთმანეთს გაცილებით ადრე შეხვდნენ.

1914 წელი მიდიოდა. 13 და 14 აპრილს „ბავარია“ ამხანაგურ ტურნირს მართავდა. ასევე მონაწილეობდნენ: „ბაზელი“, „მტვ მიუნხენ 1879“ და „ჰანოვერ 96“. ერთი გადახედვაც კი საკმარისია „ჰანოვერის“ საკლუბო ამბების „ბავარიის“ მუზეუმის არქივში, რომ მიხვდე - იმ დროს ფეხბურთი ცოტა სხვანაირი იყო.

შესავალი სიტყვა, რომელიც ძველი გერმანული შრიფტით იყო დაწერილი ასე გამოიყურებოდა: „ჩვენი გუნდი ბრწყინვალედ მიიღეს“, ან „აღდგომის პირველ დღეს გამართულმა ბანკეტმა, ყველა კლუბი გააერთიანა სასტუმრო „წელიწადის დროების“ მდიდრულ დარბაზებში“. შემდეგ კი შეგეძლებოდა შემდეგი წაგეკითხა: „როგორი ადვილია სიმპატიების განიავება“ და „თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორი ცუდი იყო ჩვენი თავდასხმა“. 2 მატჩში ჰანოვერელებმა მსხვილი წაგება განიცადეს, თავიდან „მტვ ბავარიამ“ გადაუარა, ხოლო, შემდეგ „ბავარიამ“. როგორც გაზეთები ირწმუნებიან „ბავარიასთან“ მატჩში გუნდი უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე წინა დღეს. მიუნხენელებმა ანგარიშით 4:1 მოუგეს. კლუბის ახალ ამბებში კი გუნდს არ ინდობდნენ: „პირველი 2 გოლი, ჩვენი მცველების კისერზეა“.

1914 წელს „ბავარია“ ოსტკრაისლიგაში (ბაიერნლიგა) თამაშობდა - მაშინ ეს უმაღლეს დივიზიონად ითვლებოდა. ნაციონალურ ტიტულებზე ორივე გუნდი იმ დროს არც კი ოცნებობდა. მომდევნო ამხანაგურ მატჩში, რომელიც 1963 წელს შედგა, გუნდები გაცილებით მაღალ დონეს დემონსტრირებდა. მომდევნო წლები „ბავარია“ და „ჰანოვერი“ რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს ბუნდესლიგის ფარგლებში, ასევე 3-ჯერ გერმანიის თასის გათამაშებაში.

1988 წელს ორივე კლუბმა ამხანაგურ მატჩს გაუკეთეს ორგანიზება ბახრეინში. 2 ტაიმში, რომელიც 30-30 წუთი გრძელდებოდა, ისეთი ცნობილი ფეხბურთელების ხილვა შეგეძლოთ, როგორებიც ლოთარ მათეუსი, ჰანს პფლიუგერი და კლაუს აუგენტალერია. „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი იმ დროს იუპ ჰაინკესი გახლდათ და მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

იუპ ჰაინკესი შესანიშნავად იცნობს „ჰანოვერს“ – 13-ჯერ მან მათ წინააღმდეგ ითამაშა ფეხბურთელის რანგში და 18-ჯერ მწვრთნელის რანგში. 1967-1970 წლებში კი ჰაინკესმა „ჰანოვერის“ რიგებში 25 გოლი გაიტანა. ამის მიუხედავად, ალბათ მასაც არ გაუგონია 1914 წლის ისტორია.

ეს მოვლენები „ბავარიის“ მუზეუმში დოკუმენტირებული სახითაა შენახული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.