» » მიულერი, რაფინია და რიბერი გუნდის საერთო ვარჯიშებს დაუბრუნდნენ

მიულერი, რაფინია და რიბერი გუნდის საერთო ვარჯიშებს დაუბრუნდნენ

28-11-2017, 23:24 dachi8 სიახლეები 0

მიულერი, რაფინია და რიბერი გუნდის საერთო ვარჯიშებს დაუბრუნდნენ
სამშაბათს „ბავარიამ“ „ჰანოვერთან“ გასამართი მატჩისათვის მომზადება დაიწყო, რომელიც შაბათს, 2 დეკემბერს გაიმართება. ვარჯიშებზე იუპ ჰაინკესი საერთო გუნდის ვარჯიშებზე დაბრუნებულ თომას მიულერს, ფრანკ რიბერის და რაფინიას მიესალმა.

სამივემ გუნდთან ერთად ბოლომდე ივარჯიშა. დავიდ ალაბამ, რომელსაც ზურგის პრობლემები აწუხებდა, გაწელვით ვარჯიშებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. რობერტ ლევანდოვსკი ამ დროს სავარჯიშო ცენტრში მუშაობდა და მოედანზე არ გამოჩენილა.

იუპ ჰაინკესმა გუნდთან ერთად ინტენსიური ვარჯიშები ჩაატარა, რომელშიც ფეხბურთელებმა სხვადასხვა სათამაშო სავარჯიშოები გაიარეს. თავიდან „ბავარიელები“ პატარა კარებთან ვარჯიშობდნენ, შემდეგ შეზღუდულ სივრცეში, მაგრამ უკვე დიდ კარში. ვარჯიშმა 90 წუთი გასტანა. მისი დასრულების შემდეგ მათს ჰუმელსი, კორენტენ ტოლისო, იოშუა კიმიხი, მარკო ფრიდლი და კრისტიან ფრიუხტლი მოედანზე კიდევ ნახევარი საათი დარჩნენ და კარში დატყმებზე ივარჯიშეს.

როგორც იუპ ჰაინკესმა განაცხადა, თომას მიულერი მზადაა „ჰანოვერთან“ მატჩისთვის. ფრანკ რიბერი კი 72 წლის სპეციალისტის აზრით სწორ გზას ადგას, მაგრამ რამოდენიმე კვირა კიდევ სჭირდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.