» » რუმენიგე: "ბავარია მზად არაა ვაგნერში ნებისმიერი თანხა გაიღოს"

რუმენიგე: "ბავარია მზად არაა ვაგნერში ნებისმიერი თანხა გაიღოს"

29-11-2017, 00:50 dachi8 სიახლეები / ტრანსფერები 0

რუმენიგე:
„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ „ჰოფენჰაიმმა“ თავისი მადა უნდა დაიოკოს, თუ სურს, რომ მიუნხენელებმა მათი თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი შეიძინონ.

ამ მომენტისათვის გარიგება შორსაა დასრულებამდე და შესაძლოა ჩაიშალოს კიდეც.

„ნათელი იყო, რომ „ჰოფენჰაიმი“ ფეხბურთელს ასე უბრალოდ არ დათმობდა, მაგრამ მათი მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. არვიცი, მივაღწევთ შეთანხმებას თუ არა ვაგნერთან დაკავშირებით, „ბავარია“ მზად არაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს მასში. საჭიროა ეს საკითხი მწვრთნელთან ერთად გავიაროთ. თუ მას ამ ფეხბურთელის საჭიროება აქვს და თანხა ადექვატური იქნება, მაშინ მე არაფერს არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა რუმენიგემ.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ვაგნერი "ბავარიის" აღზრდილია და გერმანელ ფეხბურთელს დღეს, 29 ნოემბერს, უკვე 30 წელი შეუსრულდა. შესაბამისად, თანხა, რომელსაც "ჰოფენჰაიმი" 30 წლის თავდამსხმელში ითხოვს მიუნხენელებისათვის სჩანს მიუღებელია. როგორც ადრე დაიწერა, KICKER-ის ცნობით "ჰოფენჰაიმი" თავდმსხმელში 15-დან 18 მილიონამდე ითხოვს. ხოლო თუ BILD-ს დავუჯერებთ, სანდრო ვაგნერის ტრანსფერი "ბავარიას" 10-დან 15 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.