» » „... თითქოს მუდამ ნახევარდაცვაში ვთამაშობდი“

„... თითქოს მუდამ ნახევარდაცვაში ვთამაშობდი“

29-11-2017, 23:48 dachi8 სიახლეები / ინტერვიუ 0

„... თითქოს მუდამ ნახევარდაცვაში ვთამაშობდი“
ბოლო კვირები არა მხოლოდ „ბავარიისთვის“ გამოდგა წარმატებული, არამედ კერძოდ ხავი მარტინესისთვისაც. იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ ესპანელმა კვლავ საყრდენ ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო თამაში. თავისი თამაშით მარტინესმა ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა. fcbayern.com-თან ინტერვუს 1-ელ ნაწილში „ბავარიელი“ მისთვის ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნებაზე და კაპიტნის სამკლავურით დებიუტზე ყვება.


ინტერვიუ ხავი მარტინესთან, 1-ლი ნაწილი:

ჩვენი მოლოცვები ხავი! გლადბახში შენ პირველად გამოხვედი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით. როდის გაიგე რომ გუნდს შენ უხელმძღვანელებდი?

- „მატჩის წინ, წახემსების დროს მწვრთნელმა თქვა, რომ ჟერომი ვერ შეძლებდა თამაშს. მოულოდნელად მე „ბავარიის“ შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი აღმოვჩნდი და სამკლავურიც მივიღე. ეს შესანიშნავი იყო. ჩემთვის დიდი პატივია „ბავარიის“ პირველი ესპანელი კაპიტნად გახდომა. ამას არასოდეს არ დავივიწყებ“.

სამკლაურით სხვანაირად თამაშობ?

- „ვერ ვიტყოდი ასე. ერთადერთი, რაც შეიცვალა, მოედნის მხარის არჩევა იყო. თუმცა, მატჩის დროს არანაირი განსხვავება არ მიგრძვნია. კაპიტნის სამკლავურის გარეშეც ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობ თანაგუნდელებთან, ვეხმარები და ვამხნევებ. ჩემთვის ეს სრულიად ნორმალურია“.

სამწუხაროდ, კაპიტნის რანგში გამარჯვების აღნიშვნა ვერ მოახერხე

- „უბრალოდ თამაში რთული იყო, როგორც ეს ხშირად ხდება გლადბახში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვიჩვენებია ჩვენი საუკეთესო თამაში. იგრძნობოდა, რომ შეტევაში ფეხბურთელები გვაკლდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიბრძოდით და ვცდილობდით როგორც მინიმუმ ფრეზე გვეთამაშა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები და მუშაობა გავაგრძელოთ“.

მიუნხენში შენ უკვე მე-6 წელია რაც იმყოფები. ავტომატურად შენს თავზე მეტ პასუხისმგებლობას იღებ?

- „მე ახლა 29 წლის ვარ, 11 წელია რაც პროფესიონალურ ფეხბურთში ვარ. რა თქმა უნდა ვცდილობ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარო და გამოცდილება გავუზიარო. ვთვლი, რომ ეს სრულიად ნორმალურია. მაგრამ მარტო მე არ ვარ ასეთი. ჩვენ შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩემზე დიდი ხანია რაც „ბავარიაში“ არიან. მანუელ ნოიერი, თომას მიულერი, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, ჟერომ ბოატენგი“.

იუპ ჰაინკესის დაბრუნებისთანავე შენ საყრდენ ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობ. როგორ შეაფასებდი ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნებას?

„მოხარული ვარ, რომ ამ პოზიციაზე დავბრუნდი. იქ მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მე 6-იანის პოზიციაზე ვთამაშობდი და ამიტომ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს არასოდეს არ მითამაშია დაცვაში და ყოველთვის საყრდენ ზონაში ვმოქმედებდი“.

4 წელი შენ ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდი. პრობლემა არ გქონია შენი სტილის შეცვლასთან დაკავშირებით?

- „ეს პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი რამ განსხვავებულია, მაგრამ რამოდენიმე ვარჯიშის შემდეგ უკვე მივეჩვიე. ჩემი თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ. რადგან ჩვენ, როგორც წესი, ბურთს ვფლობთ და ვუტევთ, არის სხვაობა იმაში თამაშობ შენ დაცვაში თუ ნახევარდაცვაში. მაგრამ ეს სხვაობა არც ისე დიდია. ნახევარმცველები და მცველები ბევრს უნდა მოძრაობდნენ ბურთის გარეშე. მათ უნდა გააკონტროლონ თამაში და მეტოქის კონტრშეტევები“.

ეს იმას ჰგავს, რომ შენთვის უფრო მისაღები საყრდენის პოზიციაა, ვიდრე ცენტრალური მცველის.

- „მე არ ვწყვეტ, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. ორივეზე კარგად ვგრძნობ თავს, ორივე პოზიცია ჩემს სათამაშო უნარებს ემთხვევა. ასე ვიტყოდი: მე - გუნდური მოთამაშე ვარ და მსურს ჩემს გუნდს იქ დავეხმარო, სადაც ამის საჭიროებაა“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.